workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ლევანტე

ლევანტე ლოგო
2 - 4
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რომერო 79'sports_soccer ბრუგუე 88'sports_soccer
ესპარტი 5'sports_soccer იამალი 19'sports_soccer იამალი (პენ) 48'sports_soccer ადეიემი 90+3'sports_soccer
მატიას დე ლიხტი: ბარსელონა დიდი კლუბია, ისევე, როგორც ბაიერნი

მატიას დე ლიხტი: ბარსელონა დიდი კლუბია, ისევე, როგორც ბაიერნი

მიუნხენის “ბაიერნის” ცენტრალური მცველი მატიას დე ლიხტი “ბარსელონასთან” დღეს გასამართი მატჩის წინ ჟურნალისტებთან საუბრობს.

რობერტ ლევანდოვსკის დონის ფეხბურთელი ყოველთვის უნდა დააფასო. მას “ბაიერნში” ძალიან კარგი წლები ჰქონდა და ახლა “ბარსელონაშიც” შესანიშნავად გამოიყურება. მისი მსგავსი ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაშის დროს ყოველთვის მზად უნდა იყო და ყველაფერს სწორად აკეთებდე.
დე იონგს ხშირად ვესაუბრები ხოლმე. სეზონის სტარტზე ის ბევრს არ თამაშობდა, მაგრამ ბოლო შეხვედრებში ფრენკი ისევ ათამაშდა. მის გამო მოხარული ვარ. ის დიდებული ფეხბურთელია, რომელიც როგორც “ბარსელონასთვის”, ასევე ეროვნული ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი წევრია.

“ბარსელონა” დიდი კლუბია, ისევე, როგორც “ბაიერნი”. ამ გუნდების პირველ შეხვედრაში კატალონიელებმა ძალიან კარგი პირველი ტაიმი ჩაატარეს. “ბარსას” კარგი ფილოსოფია აქვს და ბურთს ხშირად ფლობს. პირველ ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ მეორეში კარგად გამოვიყურებოდით.

“ბარსა” ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ფეხბურთელები კარგად ვითარდებიან. წინ რთული თამაში გველის. დარწმუნებული ვარ, “ინტერის” შედეგის მიუხედავად ჩვენი მეტოქე მოტივირებული იქნება. ძალიან კარგად მომზადებულები უნდა ვიყოთ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 27 ოქტ 2022, 18:09
    #2

    მერე ეგ არის ლევანდოვსკის დაფასება, ფეხები რო ლამის მოამტვრიე?

  • me da barca
    schedule 26 ოქტ 2022, 23:07
    #1

    ამას ვკითხულობ, საუბრობს ლევანდოვსკიზე და პარალელურად მაისური შემოახია კინაღამ ლევანას ამ ვირმა.