workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სანტიაგო ბერნაბეუ – ბარსელონას მეორე სახლი

სანტიაგო ბერნაბეუ – ბარსელონას მეორე სახლი

დღეს “ბარსელონა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ეწვევა, სტადიონს, სადაც ბოლო წლებში თამაში ძალიან კარგად გამოსდის.

ცოტა ხნის წინ “ბარსას” “კლასიკოში” ძალიან ცუდი სერია ჰქონდა – ზედიზედ 5 წაგება, მაგრამ აქედან მხოლოდ ერთი მოდიოდა “სანტიაგო ბერნაბეუზე”.

პეპ გვარდიოლას “ბარსელონას” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ “სანტიაგო ბერნაბეუმ” 20 “ელ კლასიკოს” უმასპინძლა. 12-ჯერ სტუმრებმა მოიგეს, 3 ფრედ დასრულდა, მასპინძლებმა კი მხოლოდ 5-ჯერ იმარჯვეს. ამ 5 მოგებიდან 3 ერთბურთიანი უპირატესობით იყო, ორი კი ორბურთიანით. “ბარსამ” კი ამ დროის განმავლობაში ამ სტადიონზე ორჯერ სამბურთიანი, სამჯერ კი ოთხბურთიანი სხვაობით მოიგო.

“ბერნაბეუზე” “ბლაუგრანამ” ბოლო 5 თამაშიდან 4 მოიგო თან ისე, რომ გოლიც კი არ გაუშვია. აქედან სამ შემთხვევაში კატალონიელებმა პრინციპული მეტოქე გაანადგურეს – 3-0, 3-0 და 4-0.

ის ერთადერთი მარცხიც საპატიოა. ეს ის პერიოდია, ორი ვირუსი რომ იწყება – მსოფლიოში კორონავირუსი და “ბარსელონაში” კიკე სეტიენი.

პეპ გვარდიოლამდე “ბარსას” ისტორიაში არ არსებობდა მწვრთნელი, რომელსაც “სანტიაგო ბერნაბეუზე” “კლასიკო” 2-ჯერ ჰქონდა მოგებული. პეპმა ეს 5-ჯერ მოახერხა. შემდეგ 2-ჯერ მოიგო ლუის ენრიკემ და 3-ჯერ ვალვერდემ. ის, რაც 60 წლის განმავლობაში არასდროს მომხდარიყო, ახლა ჩვეულებრივ ამბად იქცა. ახლა კი ჩავის ჯერია. მან გასულ წელს “ბერნაბეუზე” მწვრთნელის როლში გასეირნებას გემო უკვე გაუგო და ახლა დროა, ის გვარდიოლას, ლუის ენრიკესა და ვალვერდეს გვერდით ჩაეწეროს.

რამდენიმე წლის წინ ლეო მესიმ ახსნა, თუ რატომ უადვილდება “ბარსას” “რეალ მადრიდთან” სტუმრად თამაში უფრო, ვიდრე შინ. მადრიდელები საკუთარ მოედანზე იძულებულნი არიან, შეუტიონ, რაც “ბარსას” სივრცეებს უხსნის, “კამპ ნოუზე” კი სტუმარი გუნდი შედარებით დაცვით ტაქტიკას ირჩევს და აქცენტს მეტოქისთვის სივრცეების დაკეტვაზე აკეთებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 16 ოქტ 2022, 15:03
    #2

    არაფრით არ შეიძლება დღეს წაგება, ლიგაზე მარცხი დროებით გადადონ გვერდზე, ახლა მთავარია ლა ლიგაც არ დაიკარგოს.

  • DesmondHume
    schedule 16 ოქტ 2022, 13:53
    #1

    გასეირნებას არ ველოდები. ზოგადად არც არაფერს ველოდები გარდა იმისა რომ ახლა მაინც დასვას ჩავიმ სწორი 11ეული და გუნდმა ღირსეულად ითამაშოს. ეს ორი ფაქტორი თუ განხორციელდა წაგებით არ წავაგებთ მჯერა, და დანარჩენი ჩვენებზე იქნება დამოკიდებული