“ინტერთან” მარცხმა, “ბარსელონა” რთულ მდგომარეობაში ჩააყენა და მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი კატალონიურ კლუბზეა დამოკიდებული, ჯგუფიდან გასვლა მაინც კითხვის ნიშნის ქვეშაა.
დარჩენილი სამივე შეხვედრის მოგების შემთხვევაში, “ბლაუგრანა” ჯგუფურ ეტაპს უპრობლემოდ დაძლევს, ხოლო თუ კლუბი მხოლოდ ორ მატჩს მოიგებს, “ინტერმაც” ორი თამაში უნდა წააგოს. თუ “ბარსა” “ნერაძურისა” და პლზენის “ვიტორიას” დაამარცხებს, ხოლო “ბაიერნთან” წააგებს, დიდი შანსია, ჯგუფიდან გამსვლელის ვინაობა ბოლო ტურში “რეკორდმაისტერისა” და “ლურჯ-თეთრების” შეხვედრამ გადაწყვიტოს, ამ შემთხვევაში კი კატალონიელებს გერმანელების “დახმარების” იმედი არ აქვთ.
Sport-ის ინფორმაციით, “ბარსელონას” გასახდელში ფიქრობენ, რომ, კლუბებს შორის დაძაბული ურთიერთობის გათვალისწინებით, “ბაიერნი” ბოლო ტურში “ინტერთან” შეხვედრას დათმობს, რათა ჯგუფში “ბლაუგრანა” ჩატოვოს. აქედან გამომდინარე, კატალონიელებს მომდევნო ეტაპზე გასვლის ერთადერთ გზად სამივე შეხვედრის მოგება ესახებათ, რაც საკმაოდ რთული ამოცანაა.
ჩავის გუნდს პირველი გამოცდა ოთხშაბათს, “ინტერთან” “კამპ ნოუზე” ელის. შემდეგ კლუბი “ბაიერნს” უმასპინძლებს, ბოლო ტურში კი “ვიტორიას” ესტუმრება, რაც ადვილი გასეირნება ასევე არ იქნება.




ხო იყავით შიშებში და მაგრად მოიგებთ ტუტულებს
ინტერმა პლზენთან ქულა რომ დაკარგოს…ამას რატომ არ განვიხილავთ?
რა იცი ბურთი მრგვალია
იმის შიში რატომ არ აქვთ, კაი და გავიდა ჯგუფიდან გუნდი და ორი მატჩის თამაში უწევთ ისეთ გუნდთან როგორიცაა სიტი, ბაიერნი, პსჟ… რომელთან მომგებები არიან? თუ ისევ 8-2 უნდა განმეორდეს და ყველას დასაცინი გახდეს გუნდი? 8-2 კი არა იმ 2 გოლსაც ვეღარ გავიტანთ, აღარც სუარესია გუნდში და აღარც მესი და აღარც არავინ აპირებს თავის კარში გოლის გატანას თორემ სულ 8-1 მორჩებოდა ის თამაში. უკვე რამდენი წელია ტაქტიკა არ აქვს გუნდს, მარტო პასებით გონიათ, რომ კარში შევლენ. რა იყო ტეხავს სხვა გუნდებს, რომ უყურონ და რამე კარგი აიღონ სხვა გუნდებისგან? თუ ესე ჯიუტურად თავისი უნდა ამოიჩემონ და არაფრის მომცემი თამაში აჩვენონ? ატლეტიკოს დავცინოდით გულის ამრევად თამაშობსო და მსგავს დონეზე დაიწყო გუნდმა თამაში. 1 გოლს გაიტანენ და დაცვაში დგებიან, მერე ის შტეგენი სულ ვერ გადაგარჩენს. ვერ გადაარჩენს და ისევ შტეგენს აგინებს ყველა. მოკლედ დავიღალე რა…
ლიგაზე ამხელა გუნდი რო სხვის იმედზეა ორი წელია, სპორტგი ვართ თუ პსვ? თუ არ ვართ მზად ბაიერნის კამპ ნოუზე დასამარცხებლად, დატიონ ტრ..კები და ითამაშონ ევროპის ლიგა.
წაუგებელ სერიაში ფრეც ითვლება, ისე რო 1 ქულა შეიძლება აჩუქოს კიდეც ჩვენ ჯინაზე.
ხოდა ამოეტენეთ ინტერი
სახლში ბაიერნი 35 მატჩიან წაუგებელ შეხვედრას ინტერის გამო არ გააფუჭებს, მარა რომც მისცენ ტრაკი მაინც მკიდია, სამივე მოსაგებია თუნდაც იმიტომ რომ იმიჯი გამოისწორონ.
არ არის ბავარია მენტალურად ისეთი გუნდი რო ჩაჯმა ბარსელონას გამო თამაში დათმოს, მარა ჩვენთვის უფრო უარესი ის არის, რომ არც ისეთ სახარბიელო ფორმაშია, ინტერმა თავად ვერ მოუგოს.. ამიტომ ახია მხოლოდ ბარსელონაზე, იშიშეთ და მოგსდღნიათ ქვეშაჯმია ბორდი…
თუ 9 9 ქულა დაგვიგროვდა ჩვენ და ინტერს მაშინ ორ ბურთიანი უპირატესობით უნდა მოვუგოთ ინტერს მაგ შემთხვევაში გავალთ ოღონდ ბავარიამ უეჭ უნდა მოუგოს ინტერს
რავი მაგათი დათმობილი თამაში მე არმახსოვს და თან ეხლა მითუმეტეს რეკორდზე არიან ჯგუფში წაუგებელ მატჩებზე და არენდომებათ გაგრძელება?
შეუძლებელი უნდა შეძლონ და ჯგუფიდან მაინც უნდა გავიდნენ სხვა თუ არაფერი ამ ჯერზე,
იგივე სირცხვილი აღარ უნდა განმეორდეს არანაირად.
ჯგუფიდან გასვლის 50%იც კი არ გვაქვს, იმდენად ჩათლახ გუნდებთან ვართ რომ უეჭველი რამეს მოიფიქრებენ.