ჩვენი საიტი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველი თამაშის წინ მწვრთნელის როლი მოირგონ და სასურველი შემადგენლობა დააყენონ.
გულშემატკივრებმა ერთხმად ტერ შტეგენი (99%) და ლევანდოვსკი (99%) აირჩიეს. შემადგენლობაში მოხვედრილთაგან ყველაზე ცოტა, 58% რაფინიამ მიიღო.
გთავაზობთ ჩვენი მომხმარებლების მიერ “სელტასთან” დღევანდელი მატჩისთვის შედგენილ სასტარტო შემადგენლობას:
ტერ შტეგენი – რობერტო, გარსია, პიკე, ბალდე – ბუსკეტსი, პედრი, გავი – დემბელე, ლევანდოვსკი, რაფინია.
რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ “ბარსელონა” ანგარიშით 3-0 მოიგებს.
თამაშის დასრულებისთანავე ჩვენს მომხმარებლებს საშუალება ექნებათ, “ბარსელონა”, მისი მწვრთნელი და თითოეული ფეხბურთელის თამაში შეაფასონ.




რაც შეეხება პროგნოზს – მომხმარებელთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ "ბარსელონა" ანგარიშით 3-0 მოიგებს.
კარგია რო ამდენი ოპტიმისტი გულშემატკივარი კიდევ შერჩა გუნდს.
1:1 ან 0:1 ინტერთან თამაში აქ არამგონია მოიგოს…
3:0 ???
მეეჭვება ძალიან. სელტა ბარსასთვის უხერხული მეტოქეა, + ინტერთან გველოდება ურთულესი თამაში. ველოდები მორიგ უსახურ თამაშს, მთავარია 3 ქულა არ გაანიავონ.