Beko-სთან კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, “ბარსელონას” სახელოს სპონსორი ჯერ კიდევ არ ჰყავს. კლუბი გასულ აგვისტოს უკრაინულ კრიპტოვალუტის კომპანია Whitebit-თან შეთანხმებასთან ახლოს იყო, რომელიც წელიწადში 20 მილიონ ევროს გადაიხდიდა, თუმცა ხელმძღვანელობამ კრიპტოკომპანიასთან თანამშრომლობა სარისკოდ ჩათვალა და საბოლოოდ მოლაპარაკებები შეწყვიტა.
ამჟამად “ბარსას” სახელოს სპონსორობა რამდენიმე კომპანიას სურს. Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანია ესპანური ავტოკონცერნი CUPRA. წყაროს ცნობით, უკანასკნელ დღეებში მხარეებს შორის მოლაპარაკებებში წინსვლა შეინიშნება.
CUPRA “ბარსელონას” ერთ-ერთი სპონსორი უკვე გახლავთ. მხარეებმა 2019 წელს 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმეს, ახლა კი კომპანიას კატალონიელებთან თანამშრომლობის გაღრმავება სურს.
იმედია გააფორმებენ ეხლა ყოველი კაპიკი მნიშვნელოვანია.