workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
WhiteBIT და ბარსელონა ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ

WhiteBIT და ბარსელონა ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ

WhiteBIT და “ბარსელონა” ხუთწლიან შეთანხმებას აანონსებენ, რომელიც მიზნად სპორტში გლობალური ინოვაციების დანერგვას ისახავს.

ლიდერთა პარტნიორობა კრიპტოსა და სპორტის გლობალური კავშირისთვის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს.

WhiteBIT-მა, რომელიც ტრაფიკის მიხედვით ევროპის უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟაა, და საფეხბურთო კლუბმა “ბარსელონამ” ხუთწლიანი სტრატეგიული შეთანხმება გააფორმეს. 2030 წლამდე გათვლილი ეს პარტნიორობა ორ გლობალურ ლიდერს აერთიანებს, რათა ფანების ჩართულობის, ციფრული ფინანსებისა და სპორტის მომავალი ერთობლივად განსაზღვრონ. ეს თანამშრომლობა დარგის ლიდერებს შორის სტრატეგიულ ალიანსს წარმოადგენს, სადაც კრიპტო სამყარო და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სპორტული ინსტიტუცია იკვეთება. მიზანს გლობალურ ეკოსისტემებში ტექნოლოგიების ინტეგრაციის მიმართულებით ახალი სტანდარტების დაწესება წარმოადგენს.

როგორც კლუბის კრიპტოვალუტის ბირჟის ოფიციალური პარტნიორი, WhiteBIT “ბარსელონას” კაცთა, ქალთა და კალათბურთის გუნდებთან მიმართებით თავის როლს გააფართოებს. ასევე, Barça Innovation Hub-თან თანამშრომლობა იგეგმება. პარტნიორები მხოლოდ ბრენდის ცნობადობით არ შემოიფარგლებიან და აღსრულების ეტაპზე, სპორტულ ინდუსტრიაზე მორგებული რეალური კრიპტო აპლიკაციების შექმნაზე გადადიან. ამ კოლაბორაციის მთავარი მიზანი კრიპტოს მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანისთვის პრაქტიკულ, ყოველდღიურ ინსტრუმენტად ქცევაა. პარტნიორობის ფარგლებში ფანების ჩართულობის, ციფრული განათლებისა და ინტერაქციული გამოცდილების მიმართულებით ახალი ინიციატივები დაინერგება, რაც ტექნოლოგიებსა და გლობალურ აუდიტორიას შორის კავშირს გაამარტივებს.

მანელ დელ რიო, კლუბ “ბარსელონას” აღმასრულებელი დირექტორი:

“მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში WhiteBIT-თან, როგორც პარტნიორთან, თანამშრომლობის გაგრძელება გლობალურ ლიდერ კომპანიებთან სტრატეგიული ალიანსებისადმი “ბარსელონას” ერთგულებას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ეს განახლება ჩვენი ბრენდის სიძლიერესა და მიმზიდველობას უსვამს ხაზს, ისევე როგორც ჩვენს უნარს, ინოვაციურ სექტორებს დავუკავშირდეთ, კერძოდ, კრიპტოვალუტის სექტორს, რომელიც მზარდი სფეროა და მომავალი წლებისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოტენციალი გააჩნია”.

ვლადიმირ ნოსოვი, WhiteBIT-ის დამფუძნებელი და W Group-ის პრეზიდენტი:

“კრიპტოს მასობრივი დანერგვის ხელშეწყობა და ტექნოლოგიების ყველასთვის, ყველგან ხელმისაწვდომობა ჩვენი მისიაა. “ბარსასთან” ერთად, ჩვენ კრიპტო ინდუსტრიის ჩარჩოებიდან ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოგვაქვს და ისეთ გამოცდილებას ვქმნით, რომლითაც მილიონობით გულშემატკივარი რეალურად ისარგებლებს. სწორედ ასე ხდება ტექნოლოგიების ფართო დანერგვა”.

ახალი იდენტობა ყოველდღიური კრიპტო გადახდებისთვის. WhiteBIT და “ბარსელონა” WB Card სადებეტო ბარათის სპეციალურ, “ბარსელონას” თემატიკით შექმნილ დიზაინს წარმოადგენენ. ეს გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს, ბარათი ყოველდღიური კრიპტო-ტრანზაქციებისთვის გამოიყენონ. ბარათის ახალი ვიზუალი WB Card-ის ფუნქციონალურობასა და კლუბის ექსკლუზიურ სტილს აერთიანებს. დიზაინთან ერთად, ბარათის მფლობელები დამატებით ბენეფიტებს, სპეციალურ ფუნქციებსა და სამომავლო უპირატესობებს მიიღებენ, რომლებიც ამ კოლაბორაციასთან დაკავშირებული იქნება.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, WhiteBIT-ისა და “ბარსელონას” პარტნიორობა Web3-ის რეალურ ცხოვრებაში დანერგვის წარმატებულ მაგალითად იქცა. ახალი შეთანხმება ამ გამოცდილებას ეყრდნობა და კლუბის ეკოსისტემაში გულშემატკივრების ჩართულობისა და ციფრული აქტივაციების მიმართულებით ერთობლივ ინიციატივებს აფართოებს.

WhiteBIT

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 30 აპრ 2026, 01:26
    #7

    და რა ხეირი? ვინმეს მოვიყვანთ?

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 28 აპრ 2026, 23:23
    #5

    აქედან ბარსა რას მიიღებს ის მაინტერესებს, თორემ ეს რუსი ვანია სულ მახატია.

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 28 აპრ 2026, 21:24
    #4

    ტოტე თუ გავარდა ვან დე ვენი დასათრევია. ბასტონიც რომ იყიდონ, ვან დე ვენიც უნდა მოაყოლონ.

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 28 აპრ 2026, 20:02
    #3

    რაღაც არ მგონია კარგად წავიდეს ამათი საქმე, მაგარი მაიმუნობაა კრიპტო ვალუტა მაგრამ მთავარია ფული შემოვიდეს კლუბში და რას დავეძებ ვისთან გააფორმებენ ხელშეკრულებას.

  • Barca
    Barca გულშემატკივარი
    schedule 28 აპრ 2026, 19:30
    #2

    “მე ძალიან რთულ გარემოში ვცხოვრობდი. ჩემი თინეიჯერობის პერიოდში ფულის გამომუშავებისთვის ადვილი შესაძლებლობები იყო – ეს არის ის, სადაც ადამიანები თავს კარგავენ.

    მრავალი მეგობარი დავკარგე კრიმინალის, ნარკოტიკებით ვაჭრობის გამო… მეგობრები, რომლებიც ფეხბურთში ჩემზე უკეთესები იყვნენ.

    სინამდვილეში საოცრება არის არა ის, რასაც მე მოედანზე ვაკეთებ, არამედ ის, რომ ამ გარემოდან გამოსვლა და ცხოვრების სწორი გზით გაგრძელება შევძელი.” ❤️

    🎙️რაფინია

  • Motamashe
    Motamashe ახალბედა
    schedule 28 აპრ 2026, 18:46
    #1

    მოდი იდი ნახუით რა🖕🏿 დავიღალეთ😕 ტრანსფერები გააკეთეთ და წესიერად იმუშავეთ ამდენ მაიმუნობას.