სანაკრებო პაუზის დასრულების შემდეგ ფეხბურთელები საკლუბო თამაშებისთვის მზადებას შეუდგნენ.
“ბარსელონა” ოქტომბრის პირველ შეხვედრას დღეს სტუმრად “მალიორკასთან” გამართავს, ჯამში კი მიმდინარე თვეში 9 მატჩის ჩატარება მოუწევს, საიდანაც 6 ლა ლიგაში ელის, 3 კი – ჩემპიონთა ლიგაზე.
გთავაზობთ “ბარსას” თამაშების განრიგს ოქტომბრის თვეში:
1 ოქტომბერი, 23:00 – “მალიორკა” (✈️);
4 ოქტომბერი, 23:00 – “ინტერი” (✈️);
9 ოქტომბერი, 23:00 – “სელტა” (🏠);
12 ოქტომბერი, 23:00 – “ინტერი” (🏠);
16 ოქტომბერი, 18:15 – “რეალი” (✈️);
19 ოქტომბერი (დრო უცნობია) – “ვილიარეალი” (🏠);
23 ოქტომბერი (დრო უცნობია) – ბილბაოს “ატლეტიკი” (🏠);
26 ოქტომბერი, 23:00 – “ბაიერნი” (🏠);
30 ოქტომბერი (დრო უცნობია) – “ვალენსია” (✈️).





ადრეც დავწერე, განრიგი მატარებლების მიმოსვლას ნიშნავს, რუსულად გრაფიკს. გუნდის თამაშების ჩამონათვალს კი უბრალოდ სატურნირო კალენდარი ჰქვია.
რეალს კი აქვს კარგად ჩაწიკწიკებული პერეს-ტებასის დახატული განრიგი..
ზუსტადაც არაუხოს გარეშეც უნდა დავახიოთ ბურთი თავზე.მთავარია ლევანდოვსკის და დემბელეს წაუვიდეს თამაში
ინტერს ორივე თამაში თუ მოვიგეთ ჩათვალეთ მოვიშორებთ ლიგის ორ თამაშს. მთავარია რეალს მოვუგოთ მარა არაუხოს გარეშე რაღაცნაირად არ მაქვს იმედი 🙁
ოო რთული კალენდარია