რონალდ არაუხოს საკითხის გადაწყვეტის შემდეგ ბარსელონამ ფრენკი დე იონგისა და მემფის დეპაისთვისაც მოიცალა.
“ბლაუგრანას” ნიდერლანდელ ფეხბურთელებს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდათ და დადგინდა, რომ ორივე ტრავმირებულია. ორივე მათგანს ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული.
არაოფიციალური ინფორმაციით, რომელსაც ხავი მიგელი ავრცელებს, მემფისს დაახლოებით ერთი თვე გაუცდება, დე იონგის დაბრუნება კი “ინტერთან” გასამართი პირველი მატჩისთვის, ანუ 4 ოქტომბრისთვისაა მოსალოდნელი.
კიდევ კარგი ჩავიმ თავისი გაიტანა და შემადგენლობა საკმაოდ ღრმად დააკომპლექტა, ზოგი სუსტია ზოგი ძლიერი, მაგრამ ზამენა სულ ყავს. იმედია ამით მორჩება ტრამვები და კიდევ რაღაც უბედურება არ დაგვეტაკება.
ტორეს დააყენებს ჩავი…
ეგ შანსია მაგ ბავშვისთვის
რობერტოც ითვლება ნახ.მცველად
4 ნახევარმცველი დაგვჩა 😐 არუნდა გაგვეშვა პიანიჩი
ტფუი დე იონგი კაია მალე ბრუნდება.