workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსა ატლეტიკში პაბლო ტორეს დებიუტი შაბათს შედგება

ბარსა ატლეტიკში პაბლო ტორეს დებიუტი შაბათს შედგება

“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველი პაბლო ტორე “ბარსა ატლეტიკის” მაისურით პირველ შეხვედრას შაბათს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ Relevo ავრცელებს.

პაბლო ტორე “ბარსას” გასულ ზაფხულში შეუერთდა. წინა სეზონში ის ესპანეთის მე-3 დივიზიონში გამოდიოდა და გუნდს ზედა დივიზიონში გადასვლაში დაეხმარა. “ბარსა ატლეტიკი” ამჟამად მე-3 დივიზიონში თამაშობს და ბუნებრივია, ტორეს აღარ სურდა იმ ლიგაში თამაში, რომელიც მისთვის აშკარად დაბალი დონეა.

ზაფხულში პაბლოს ისევ “რასინგში” განათხოვრება იგეგმებოდა, მაგრამ არ გამოვიდა. მას საკმარისი დრო არც “ბარსას” პირველ გუნდში ეძლევა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ 19 წლის ფეხბურთელისთვის სათამაშო პრაქტიკა აუცილებელია და ამის გამო ის “ბარსა ატლეტიკში” თამაშს დაიწყებს.

Relevo-ს ცნობით ტორე რაფა მარკესის გუნდთან ერთად ვარჯიშს ხვალ შეუდგება, ზეგ კი მისი დებიუტიც შედგება, როდესაც “ბარსა ატლეტიკი” “მურსიას” უმასპინძლებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (3)

  • Ko Ke
    schedule 23 სექ 2022, 12:22
    #3

    ციტატა: ^Barca-Vision^
    რატო ჩაგრავენ ამ ბიჭს?
    ცადონ იქნება და ამართლებს პირველ გუნდშიც, რა გავი ამაზე ბევრით უფროსია?


    Უფროსი რა შუაშია, ბევრად ჯობია

  • nika 54
    schedule 23 სექ 2022, 11:51
    #2

    ცოდოა ამდენ დროს აკარგვინებენ.

  • ^Barca-Vision^
    schedule 22 სექ 2022, 19:21
    #1

    რატო ჩაგრავენ ამ ბიჭს?
    ცადონ იქნება და ამართლებს პირველ გუნდშიც, რა გავი ამაზე ბევრით უფროსია?