მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” – “მილანი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ბარსელონა” – “მილანი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

გუშინ კატალონიის “ბარსელონამ” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, სტუმრად მიიღო “მილანი”. გუნდები დაზავდნენ და მხოლოდ თითო-თითო ქულა მოიპოვეს. რამდენიმე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა მატჩის შემდეგ.

 

ვალდესი: “ეს ნამდვილად არ არის ის შედეგი, რომელიც გვსურდა. ბოლო წუთზე გათანაბრებულმა ანგარიშმა ძალიან გული დაგვწყვიტა. ჩვენ ამ წაგებებზე ვსწავლობთ და შემდეგში გავაუმჯობესებთ ყველაფერს. ყველაფერს გულდასმით შევისწავლით და შეცდომებს გამოვასწორებთ. სწრაფად უნდა დავივიწყოთ ეს მატჩი, რადგანაც ლა ლიგის მატჩები ახლოვდება და ეს არ წაგვადგება. ეს მხოლოდ დასაწყისისა. ეს კიდევ ერთი ცუდი დღე იყო. ვიმედოვნებ, რომ ძალიან სწრაფად ჩავდგებით ჩვეულ ფორმაში”.

 

ვილია: “გუნდი უკვე ძალიან დაიღალა ამდენი ფრითა და ქულების დაკარგვით, დროა ყველაფერი გამოვასწოროთ. ჩვენ ერთი ნაბიჯიღა გვაკლდა გამარჯვებამდე, თუმცა ფორტუნამ გვიმტყუნა”.

 

ჩავი: “ჩვენ ამ თამაშში სიამოვნებას ვიღებდით, ისე როგორც ყოველთვის. მათ მოგვცეს უფლება საკუთარი თამაში გვეთამაშა და საკუტარი ორივე შანსი ბრწყინვალედ გამოიყენეს. ფეხბურთი არაპროგნოზირებადი სპორტია, ამიტომაც ამ ყველაფრის ახსნა შეუძლებელია. ჩვენ დღეს მედლის მეორე მხარეც დავინახეთ და უკვე გამოცდილები ვართ. შეცდომებს ვუშვებდით. იმედი მაქვს, ანდრეს ინიესტა ძალიან მალე დაგვიბრუნდება, ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში