workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რეკორდული საშუალო დასწრება კამპ ნოუზე

რეკორდული საშუალო დასწრება კამპ ნოუზე

გასულ ზაფხულში “ბარსელონამ” რამდენიმე ფინანსური ბერკეტი გაააქტიურა და ეკონომიკური მდგომარეობის მოკლევადიან პერსპექტივაში გამოსწორების სანაცვლოდ უახლოესი წლების შემოსავალი შეიმცირა. ლაპორტასა და მისი ხელმძღვანელობის გათვლა ასეთი იყო – გუნდში ვარსკვლავების მოსვლა და სპორტული შედეგების გაუმჯობესება შემოსავლებში დანაკლისს ნაწილობრივ აანაზღაურებდა. თუმცა ალბათ არავინ ელოდა იმას, რაც ამ სეზონში ხდება.

“ბარსელონას” ოფიციალურ მაღაზიებში რობერტ ლევანდოვსკის მაისურების დეფიციტი უკვე ჩვეულ ამბად იქცა; “კამპ ნოუს” მიმდებარე ტერიტორიაზე თითქმის ყოველთვის იმყოფება რამდენიმე ათასი ადამიანი, რომლებიც კლუბის ბიუჯეტს “ბარსას” მუზეუმის, კაფესა და სხვა ობიექტების სტუმრობით ავსებენ. მაგრამ ყველაზე დიდ გაოცებას ალბათ მაინც “კამპ ნოუზე” დასწრება იწვევს.

მიმდინარე სეზონში “ბარსელონამ” 4 საშინაო თამაში გამართა და საშუალო დასწრება 81 890 ადამიანია. ეს დასწრება რეკორდულია დროის იმ მონაკვეთისთვის, რა მონაკვეთშიც მსგავსი სტატისტიკა ითვლება – 21-ე საუკუნეში. არც რონალდინიოს, არც გვარდიოლასა და არც MSN-ის ეპოქაში ასეთი საშუალო დასწრება არ ყოფილა. აქამდე რეკორდულად ითვლებოდა 2016/17 წლების სეზონი საშუალოდ 77 854 ადამიანის დასწრებით.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ მიმდინარე სეზონში “კამპ ნოუს” ჯერ დიდი კი არა, საშუალო დონის გუნდისთვისაც კი არ უმასპინძლია. “ბარსელონას” მეტოქეები “რაიო ვალიეკანო”, “რეალ ვალიადოლიდი”, “პლზენი” და “ელჩე” იყვნენ. გუნდების დონის მატებასთან ერთად კი ლოგიკური იქნება, თუ გულშემატკივრების რაოდენობაც მოიმატებს, რაც კლუბის ბიუჯეტს კიდევ უფრო შეავსებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • Ko Ke
    schedule 18 სექ 2022, 22:02
    #8

    Ყველა თამაში გამანადგურებელი ანგარიშით მოიგეს და იქნება დასწრება აბა რა იქნება

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 სექ 2022, 15:57
    #7

    აი ლაპორტამ ის უფლებები რომ გაყიდა და შემოსავლები შეიმცირა, სამაგიეროდ ახლა უფრო მეტი ადამიანი უყურებს ბარსას თამაშებს და სტადიონზეც ორმაგად ესწრებიან, ეს ჩავის დამსახურებაა და იმ გუნდისიც რომელიც ლაპორტას დამსახურებით შეიკრა, ბაიერნთან უნდა გადაიჭედოს კამპ ნოუ, მთლიანად უნდა გადაავსონ და 1 ცარიელი სკამიც არ დატოვონ, იმედია იქამდე ინტერს მოვუგებთ ორივე თამაშში და უკვე ლიგის მერვედფინალები რომ გარანტირებული გვექნება უკვე წნეხის გარეშე დავეტაკოთ და იმედია მოტივირებულს გამოუშვებს ჩავი გუნდს რომ ის გერმანული სარდელი გატენონ უკან

  • F.C.BARCELONA
    schedule 18 სექ 2022, 15:26
    #6

    ციტატა: La Pulga10
    თქვენ ბაიერნთან უნდა ნახოთ რა დასწრება იქნება.99 999 კაცი იქნება.მოსაგებია ეგ თამაში,აი ეგეც თუ წააგეს,მართლა ძალიან საწყენი იქნება,მარა მე მჯერა,რომ მოვიგებთ.სადაც ალიანც არენაზე ვდომინირებდით კამპ ნოუზეც მინიმუმ იგივეს უნდა ველოდოთ,მთავარია ყველა მომენტი გამოვიყენოთ,ხო და კიდე ბალდე უნდა იდგეს მარცხნივ.


    შტეგენი
    ბელერინი არაუხო კუნდე ბალდე
    გავი ბუსი პედრი
    დემბელე ლევანა ფატი
    ასე უნდა ვითამაშოთ ეს რაფინია ვაფშე სხვაგანაა ძალიან ხშირად კარგავს ბურთს უაზრო სიტუაციაში.ფატის ენდნონ იქნებ როგორ ფორმაში დგება.

  • La Pulga10
    schedule 18 სექ 2022, 14:45
    #5

    თქვენ ბაიერნთან უნდა ნახოთ რა დასწრება იქნება.99 999 კაცი იქნება.მოსაგებია ეგ თამაში,აი ეგეც თუ წააგეს,მართლა ძალიან საწყენი იქნება,მარა მე მჯერა,რომ მოვიგებთ.სადაც ალიანც არენაზე ვდომინირებდით კამპ ნოუზეც მინიმუმ იგივეს უნდა ველოდოთ,მთავარია ყველა მომენტი გამოვიყენოთ,ხო და კიდე ბალდე უნდა იდგეს მარცხნივ.

  • Chico
    schedule 18 სექ 2022, 14:33
    #4

    კი ბატონო გაიყიდა კლუბის ქონების გარკვეული წილები და თითქოს შემოსავალიც უნდა შემცირდეს მაგრამ ასე არ იქნება, თუ შემდგომ ასევე სწორი ნაბიჯები იქნება გადადგმული, რაშიც ეჭვი არ მეპარება. პრინციპი ერთია: რახან უღირსმა ბართომეომ ასეთი მემკვიდრეობა დატოვა, შემოსავლების გაზრდა მხოლოდ მიღწეული შედეგებით არის შესაძლებელი. შედეგების მიღწევა მხოლოდ კონკერეტუნარიან შემადგენლობას შეუძლია. ასეთი შემადვენლობის ჩამოყალიბება დამატებით და არცთუ მცირე დანახარჯების გაწევით არის შესაძლებელი. მძიმე ფინსნსური კრიზისის დროს, იძულებითი ფორმაა, საკუთარი ხარჯების შემცირება და აქტივების გასხვისება, ვინაიდან სხვა გზით ამხელა თანხების თავმოყრა შეუძლებელია. ხარჯების შემცირება ( ანუ მოთმაშეების გაყიდვა) და აქტივების გასხვისება საშულებას იძლევა შექმნა ძლიერი გუნდი რომელსაც შეეძლება მაღალი შედეგების მიღწევა, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მაყურებლების, ტელევიზიის, რეკლამის, სპონსორების, სპორტული ინვენტარის გაყიდვის და სხვა შემოსავლების გაზრდას. ასევე კომპანიები, რომლებმაც იყიდეს ბარსას წილები, საერთო შემოსავლის გაზრდის მიზნით, მეტად დაინტერესებული იქნებიან დამატებით ინვესტიციებში, სხვა კლუბებში მოთამაშე ვარსკვლავებს და ახალგაზრდა ტალანტებს, კლუბში მისვლის მეტი ინტერესი ექნება, რითაც გაძლიერდება მოთამაშეების კლუბის შიდა კონკურენცია, რაც თავის მხრიდან შრომისუნარიანობის აწევას გამოიწვწვს, რისი შედეგიც იქნება ტიტულები და აღმასვლა…. და ასე შემდეგ წრეზე…. დღევანდელ ბარსაში ამ ყველაფერს ვხედავთ და ეს მხოლოდ დასაწყისია…. ანუ სწორ გზაზე ვდგევართ მეგობრებო და სულ მალე ჩვენ ქუჩაზეც მოვა გაზაფხული…..

  • Kaka
    schedule 18 სექ 2022, 14:15
    #3

    ლაპორტამ ერთ-ერთი აუცილებელი რამ ხალხის სტადიონზე დაბრუნებაოო და….

  • nika 54
    schedule 18 სექ 2022, 14:10
    #2

    იმედია რო წავაგოთ მაყურებელი არ მიატოვებს გუნდს.

  • DesmondHume
    schedule 18 სექ 2022, 13:49
    #1

    არა მარტო მეტოქის დონე, ჩვენების თამაშის ხარისხიც გაიზრდება და დასწრება მერე ნახეთ. აქ ზოგი ლაპორტას ასწავლიდა თავის საქმეს :დდდდ ადრეა ჯერ მეგობრებო, თუ საგინებელი იქნება არც მაგას დავაკლებთ მაგრამ ფაქტია ნელ-ნელა მოქმედებაში მოჰყავს თავისი გეგმა