workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მომდევნო სეზონში “ბარსელონას” გასვლითი ფორმა თეთრი იქნება

მომდევნო სეზონში “ბარსელონას” გასვლითი ფორმა თეთრი იქნება

მომდევნო სეზონში “ბარსელონას” გასვლითი ფორმა თეთრი იქნება. ინფორმაციას ამის შესახებ Sport ავრცელებს.

კატალონიური გამოცემის ცნობით ჟოან ლაპორტამ და დირექტორთა საბჭომ რამდენიმე თვის წინ გასცა ნებართვა, რომლის თანახმადაც 2023/24 წლების სეზონში “ბარსელონას” მეორე ფორმა თეთრი იქნება.

ეს პირველი შემთხვევა არ იქნება, როდესაც “ბარსა” თეთრი ფორმით ითამაშებს. მეტიც, ერთფერიან ფორმებს შორის ყველაზე მეტჯერ “ბარსელონა” სწორედ თეთრი ფორმით თამაშობდა. თეთრი ფერის სათადარიგო ფორმა “ბარსას” სხვადასხვა დროს, ჯამში დაახლოებით 40 წლის განმავლობაში ჰქონდა.

არსებობს ინფორმაცია, რომ “ბარსელონამ” ისტორიაში პირველი თამაში სწორედ თეთრი ფერის ფორმებით ჩაატარა.

დეტალური ინფორმაცია “ბარსელონას” ფორმების ისტორიაზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (22)

  • nika 54
    schedule 15 სექ 2022, 15:23

    თეთრი ჩავიცვათ რეალთან იმ პირობით რო თვითონ შავებს ჩაიცმევენ.

  • basa7
    schedule 15 სექ 2022, 00:25

    ციტატა: marco reus 11

    ციტატა: basa7

    ციტატა: marco reus 11

    ციტატა: basa7

    ციტატა: marco reus 11

    ციტატა: basa7
    ძალიან ბევრს მოგეწონათ გუშინ ბარსას ნახევარდაცვის თამაში და სიმართლე გითხრათ ვერ ვხვდები რატომ. რეალურად გუშინდელი თამაშიც ნახევარდაცვამ წააგო. თავდასხმის ინერტულობაც მეტწილად ნახევარდაცვის კისერზეა. კარგი ბიჭია გავი და დარბოდა ძაღლივით მაგრამ ღირებული შეტევაში არაფერი უქნია, ჯერ კიდევ პატარაა მსგავსი თამაშებისთვის. ფაქტია რომ ვერც დე იონგი გამოირჩევა შემტევი პოტენციალით და ბარსას საყრდენ სქემას რომ ვერ მორგო არც ეგ არის უცხო. რატომ იძახით აქ რომ დროა ბუსკეტსი ჩაანაცვლოს, იკარგება დე იონგი საყრდენზე, არაა მისი ფორმაციის გუნდი ბარსა. კისიეც კარგი ზამენაა ჯერჯერობით და მორჩა. რეალურად ჭირდება გუნდს შემტევი ნახევარმცველიც და საყრდენიც. ბუსკეტს ასაკის პრობლემა აქვს ფიზიკური თვალსაზრისით. რეალურად გამოჩნდა რომ დე იონგი მართლა უნდა გავყიდოთ და ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი ვის ყიდვასაც დღესდღეობით შევძლებთ ბარსას ფორმაციისთვის ზუბიმენდია რამდენადაც არ უნდა იბზუონ აქ ცხვირები. სილვაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გუნდისთვის.


    ლევანას ისეთი პასი მისცა , რო არაფერი უქნია შეტევაშიო უკვე მაგარი მცდარი შეფასებაა :დ აი გუშინ ვინც წააგო თამაში იყო ლევანდოვსკი და პროსტა პედრის ვერ ვაბრალებ იმენა ლევანა რო ვერ იყენებს მომენტს იქ პედრიმ გამოიყენოს თქო როგორ ვთქვა . და დემბელემ თავისი სამასჯერ ბურთის დაკარგვით :დ გაგვეტანა რაც გასატანი იყო ერთი მაინც და არ წავაგებდით ::დ


    ანუ ერთი პასი გგონია კარგი თამაში? ცოტა ღრმად რო ჩაიხედო არა?:)))) სუსტი ნახევარდაცვა გვყავს. ლევანდოვსკის მიქარვაზე არაა საუბარი და არც დემბელეს ბურთის დაკარგვაზე, ბურთი შეტევაში ბევრ მიტანაზეა საუბარი და რამდენი იყო ასეთი მიტანა მთელი თამაშის განმავლობაში კარგად დათვალე. კამპ ნოუზეც ზუსტად იგივე მოხდება და იძახეთ მერე გავი ასეთია და გავი მხეცია. რეალურად შუ გზაშიც არ არის ეგ ბავშვი ჯერ. საფეხბურთო ინტელექტი ჯერ კიდევ ფორმაციის პროცესში აქვს და დრო ჭირდება. იძახეთ რამდენიც გინდათ აუ რა ითამაშა . ინიესტა და ხავი იმიტომ იყვნენ მაგრები რომ რიცხობრივ უპირატესობას ქმნიდნენ. გუშინ მსგავსი რამე დაინახეთ ვინმემ? ამ უპირატესობის დროს ეხსნებათ ზუსტად თავდამსხმელებს სივრცეები. იმედია მიხვდები რაზეც ვსაუბრობ.


    და შენი აზრით საშუალოდ რამდენჯერ რჩებიან ერთ მატჩში ბაიერნის მეკარის პირისპირ? და კი მასეთ მომენტებს ხშირად ერთსაც ვერ ქმნიან ნახევარმცველები. არ ვამბობ რო სასწაული იყო გავი გუშინ , მარა ცუდი ნაღდად არ იყო. აი ნაღდად არ. გაეტანა ვისაცგასატანი ქონდა და კიდე უფრო გავიხსნებოდით და ავთამაშდებოდით. ნუ ვერ გავიტანეთ და წავაგეთ საბოლოოდ ით იზ ვათ ით იზ . პასუხისმგებლობა არი ლევანაზე პირადად ჩემთვის ყველაზე მეტად.


    ცუდია გავი თქო არც მე არ ვამბობ, პირიქით ძალიან მაგარი ბიჭია მაგრამ ჯერ ადრეა მისთვის ამ დონის თამაშები. აქ მარტო გავიზე არ არის საუბარი, მთლიანად ნახევარდაცვა გვყავს სუსტი. გამოჩნდა აგერ ბაიერნთან. გორეცკა შემოვიდა და ჩამოიშალნენ. 4-5 წლის მერე დადებს გავი იმ შედეგს რასაც ველოდებით. დაჟე პედრი რო პედრია ისიც კი არ არის ბოლომდე მზად მაგრამ ბევრი არ აკლია და ზუსტად მაგიტომ ჭირდება გვერდით შესაბამისი პარტნიორი. ინიესტას ეგეთი ზრდა ბევრწილად ხავიმ განაპირობა როგორც თავის დროზე ხავის ზრდა გვარდიოლამ. და ყველაზე მტავარი, ბუსკეტსი ვერ ქაჩავს ფიზიკურად რის გამოც მთლიანობაში ნახევარდაცვა სუსტია. ყველაფერი ფარდობითია , ძლიერები ვჩანდით სხვებთან მაგრამ აგერ ფაქტის წინაშე დავდექით.


    კი ნუ დავდექით . მე ამ ეტაპზე დეიონგს ბუსკეცის შემცვლელად უფრო ვხედავ ვიდრე გავის ან პედრის ადგილზე სამომავლოდ. არ ვიცი ეგ ორი მაგრა მეიმედება. გუშინდელ წაგება ჩემს წიგნში წინა ხაზის ბრალია. აი დემბელეს ვცემდი თამაშის მერე იმ უაზრო დაკარგვებისთვის 25 დაკარგვა ქონდაო სადღაც წავიკითხე :დ


    ვერ გამოდგება სამწუხაროდ დე იონგი საყრდენზე. მეც დიდი იმედი მქონდა მგრამ ვერ მოერგო ბარსას სტილს. ანუ დე იონგი აიაქსში უფრო უკნიდან თამაშობდა, ბუსკეტსი კი უფრო ზემოთ აწეული და უკნიდან აზღვევდნენ. დე იონგი ზემოთ იკარგება. ანუ მისი სყრდენობის შესაბამისი გუნდი არაა რა ბარსა თორე ჩელსიში ან მანჩესტერში, იგივე ბაირნს დააკვდებოდა. სამწუხაროდ ბარსაში ვერ თამაშობს საყრდენზე კარგად