მიუნხენის “ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა აღიარა, რომ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მის გუნდთან გამართულ შეხვედრაში “ბარსელონამ” მეტი მომენტი შექმნა, მაგრამ გერმანელის თქმით გამარჯვებულის ბედი უფრო ეფექტიანმა თამაშმა გადაწყვიტა.
გულწრფელები უნდა ვიყოთ – პირველ ტაიმში ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ. მეორე ნახევარში უკეთესები ვიყავით, უფრო სწრაფად ვთამაშობდით.
“ბარასმ” მეტი შანსი შექმნა, ვიდრე ჩვენ, მაგრამ ჩვენ მეტი გოლი გავიტანეთ, უფრო ეფექტიანები ვიყავით. სწორედ ამიტომ მოვიგეთ.
ლევანდოვსკიმ ვერ გაიტანა და ეს პოზიტიური ამბავია, მაგრამ ჩანდა, რომ ის სახიფათოა. მას მივესალმე, მაგრამ მისი მწვრთნელი აღარ ვარ. მის შესახებ ჩავიმ უნდა ისაუბროს, მე არა.
Დარწმუნებული ვარ ბაიერნთან თამაში ჯგუფურ ეტაპზე უფრო დიდი წნეხია ამათთვის ვიდრე რეალთან ლიგის ფინალში. Უბრალოდ ძალადობს ბარსელონაზე ეს გუნდი ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად
ვერაფერს იტყვი, პროფესიონალიზმი ყავთ აყვანილი უმაღლეს დონეზე. ტყუილად არ ეძახიან გერმანულ გუნდებს "გერმანულ კარგად დაზეთილ მანქანებს" ემოციების და ნერვების გარეშე და ეს აინტრახტმაც გვაჩვენა.
ჩავის რო აგინა ზოგმა ვისზე უკეთესი იყავიო.აჰა თავისი პირით ამბობს კაცი.