“ბარსელონას” მარცხენა მცველი, ჟორდი ალბა საინტერესო კომენტარს აკეთებს:
ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ და თავს უკეთ ვგრძნობ.
“ბარსელონა” “ინტერთან” მოლაპარაკებებს აწარმოებდა? საბოლოოდ, ყველა იქცევა, როგორც სურს. მე ისეთი ადამიანი ვარ, რომელსაც უყვარს, როცა ყველაფერს პირდაპირ ეუბნებიან. მინდა, რაღაცები კიდევ ვთქვა, მაგრამ, კლუბის ერთგული ვარ და, არ ვიტყვი.
ჩემი პირველი არჩევანი ყოველთვის “ბარსელონა” იყო. კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით მაკავშირებს და მსურს, ის ბოლომდე მივიყვანო.
ყოველთვის შეგიძლია, უკეთესი გახდე, მაგრამ იმის შემდეგ, რაც მინახავს, არაფერი მიკვირს.
გაძლიერება არ მჭირდება. სათამაშო დროის დეფიციტის გამო არასდროს მიწუწუნია. ყოველთვის ვეცდები, ახალგაზრდებს დავეხმარო და როცა მე ვითამაშებ – მაქსიმუმი გავიღო. ვიმედოვნებ, სათამაშო პრაქტიკა მექნება.
კლუბისთვის ყველაფერს გავაკეთებ, ამაზე საუბარი საჭირო არაა. გუნდის ინტერესები კი სხვა საკითხია. მინდა, გულწრფელად ვისაუბრო.
ვეტერანმა მარცხენა მცველმა სასტარტო შემადგენლობაში ადგილი ლა ლიგის პირველი ტურის შემდეგ დაკარგა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის პირველ მატჩში ძირითადში კვლავ ალბა მოხვდა და მოედანზე 90 წუთი გაატარა.



Რატომ ექცევიან ასე უპატივცემულოდ ამ კაცს
ნელ-ნელა ფორმაში შევდივარ და თავს უკეთ ვგრძნობ-ო! კარგია რო დაგვაწყნარა, მეგონა მართლა მიდიოდა.
ოოო ეს როგორაა რო ბაასობს თურმე. ლაპორტამ თუ გაგიგონააა (აქტიურად კი უყურებს ფეხბურთელების კომენტებს ლაპო და უეჭველი იცის უკვე) იმენა გაგაყოლებს მინგესას.
მართალია ეს კაცი 😉
არ იტირო შეჩემა
ღირსეული ხალხია ჩავი და ინიესტა. როდესაც იცი რომ კლუბი უფრო დიდია ვიდრე შენ და ვეღარ აკმაყოფილებ კლუბის მოთხოვნილებებს წადი რა ღირსეულად. შენ უნდა ცდილობდე რომ ახალგაზრდებს დაეხმარო რომ ღირსეული შემცვლელი დატოვო და როდესაც შენ ცდილობ რომ შენ გაუწიო კონკურენცია და ჩაკლა ახალგაზრდების პოტენციალი მაშინ ეგოისტი ხარ და კლუბი ფეხებზე გკიდია.
სუარესის მომეწონა როდესაც თქვა სკამზე გადავჯდები და შემცვლელი მომიყვანეთო, ესენი ადგნენ და გააგდეს ისე რომ არც შემცვლელი მოუყვანეს და არც სკამზე გადაჯდომა აცალეს. შედეგიც დადგა უტიტულო. ეხლა კარგია რომ შემადგენლობაში დიდი ცვლილებებია და მარტო სუას შემცვლელი კი არა საკმაოდ გაძლიერდა გუნდი, ამიტომ საქმეს მივხედოთ და შედეგები და რაც მთავარია ლამაზი ფეხბურთი გვინდა თორემ გვარდიც აგებდა და ენრიკეც როცა მესი ჰყავდათ მაგრამ ისეთი ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ არავინ საყვედურობდა.
შენ რამ გაგაკვირვა ციყვო, ნაბოსარმა ლაპორტამ მესი არ დააფასა და შენ რასგიზავს
უიი შეეე მართლა ციყვიო ახალგაზრდებს ეხმარები კიარა კონკურენტებს ვერიტან ვეეერააა😅😅😅