მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩემპიონთა ლიგა ”ნოუ კამპზე” ბრუნდება

ჩემპიონთა ლიგა ”ნოუ კამპზე” ბრუნდება

პეპ გვარდიოლამ 19 ფეხბურთელის შეკრება გადაწყვიტა, რომლებიც მის განკარგულებაში არიან ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის, ”მილანის” წინააღმდეგ სათამაშოდ. გუნდმა გუშინ ღამით ”ნოუ კამპზე” ბოლოსწინა ვარჯიში გამართა სამშაბათის მატჩის წინ.

4 თვის გასვლის შემდეგ, როცა მადრიდის ”რეალის” დამარცხებით ”უემბლის” საგზური იქნა მოპოვებული ჩემპიონთა ლიგის ატმოსფერო ბრუნდება ”კამპ ნოუზე”. ამის შემჩნევა მთელი დღის განმავლობაში შეიძლებოდა: პრეს-კონფერენციები, ვარჯიშები სტადიონზე…

მხოლოდ 2 ტრავმირებული

2011/12 სეზონის ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩის წინ გვარდიოლას 2 ტრავმირებული ფეხბურთელი ყავს – ალექსის სანჩესი და ხერარდ პიკე. ორივე მათგანი აღდგენით ვარჯიშებს ატარებდა მაშინ, როცა დანარჩენები იტალიურ კლუბთან გასამართ მატჩზე ფიქრობდნენ.

”ნოუ კამპზე” ასევე ვარჯიშობდა ახალგაზრდა კანტერანო – მარკ მუნიესა, რომელიც ტრავმის შემდეგ აქტიურად ვარჯიშობს ფორმის აღსადგენად.

პინტოს დაბრუნება დისკვალიფიკაციის შემდეგ

როგორც წესი ღამით გვარდიოლამ გუნდი სასტუმრო ”La Florida”-ში შეკრიბა. გუნდს დაუბრუნდა დისკვალიფიცირებული ხოსე მანეულ პინტო, რომელმაც სასჯელის გამო გამოტოვა ევროპის სუპერთასის მატჩი.

უკანასკნელი ვარჯიში ”მილანთან” მატჩამდე დღეს, ”ნოუ კამპზე” 14 საათზე გაიმართება.

მატჩის განაცხადა

ვალდესი, პინტო, ალვეში, პუიოლი, ფონტასი, აბიდალი, ადრიანო, მაქსველი მასკერანო, ბუსკეტსი, კეიტა, ჩავი, ტიაგო, სესკი, ინიესტა, აფელაი, მესი, ვილია და პედრო.

                                   [media=http://www.youtube.com/watch?v=KUYaFfqW9LU]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში