ვიცი, რომ ახლა თქვენი უმეტესობის ყურადღება ჩემპიონთა ლიგის მატჩზეა კონცენტრირებული, მაგრამ მოდით, ცოტა სხვა თემაზეც გადავერთოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და საუბრები ამა თუ იმ ფეხბურთელის შეძენაზე თუ გაყიდვაზე დასრულდა, ერთი ბრაზილიელის სახელი მუდმივად ტრიალებს პრესაში. საუბარია ბრაზილიელ ნეიმარზე, რომელსაც ჟურნალისტები, კრიტიკოსები, ვეტერანი ფეხბურთელები თუ მწვრთნელები გამუდმებით “ბარსელონასთან” ან “რეალთან” აკავშირებენ. ეს გასაკვირი არცაა, რადგან სწორედ ეს ორი გრნადი იბრძვის ახალგაზრდა ტალანტის შეძენისთვის.
ნეიმარი რომ ძალზედ ნიჭიერი და უდიდესი პოტენციალის მქონე ფეხბურთელია, ამაზე საუბარი არც ღირს, მაგრამ “ბარსას” გვერდით მისი სახელის ხსენებისას მუდმივად ჩნდება შეკითხვა – “არის ნეიმარი “ბარსას” სტილის ფეხბურთელი”?
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს სურვილებსა თუ აზრებს არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება და გადაწყვეტილებას აინც როსელი და გვარდიოლა მიიღებენ, მაინც სანტერესოა, მომხმარებელთა რა ნაწილი ისურვებდა ნეიმარის ხილვას “ბარსაში” და როდის.


