ფრენკი დე იონგის “ბარსელონაში” დარჩენა გადაწყვეტილია. ნიდერლანდელი ნახევარმცველი სხვა ვარიანტებს არც კი განიხილავს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
კატალონიური გამოცემის ცნობით, ბოლო კვირებში შექმნილი დაძაბულობის მიუხედავად დე იონგი “ბარსელონას” დატოვებას არ აპირებს. ის უკმაყოფილოა იმით, როგორც მას კლუბის წარმომადგენლები ბოლო დროს ექცეოდნენ, მაგრამ ეს ფრენკის გადაწყვეტილებაზე გავლენას მაინც არ ახდენს.
დე იონგს კარიერის “ჩელსისა” და “მანჩესტერ იუნაიტედში” გაგრძელების შანსი ჰქონდა. ის მიცემული შანსისთვის ორივე გუნდის მადლიერია, მაგრამ მაინც “ბარსელონაში” დარჩენას ამჯობინებს.
ცნობილია, რომ ნიდერლანდელს არც ხელფასის შემცირების პერსპექტივა ხიბლავს, მაგრამ Sport-ის ცნობით მისი აგენტი და “ბარსელონა” ხელშეკრულების პირობების გადახედვაზე მოლაპარაკებებს მალე დაიწყებენ. ეს შეიძლება იყოს როგორც ანაზღაურების შემცირება, ასევე მისი გადავადება. თუ ყველაფერი სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მოხერხდა, ეს “ბარსას” ახალი ფეხბურთელების დამატებისკენ გზას გაუხსნის.
გავრცელებული ინფორმაციით ფრენკი დე იონგი ესპანეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მსოფლიოში კი მასზე მაღალი ხელფასი მხოლოდ კილიან მბაპეს, ლიონელ მესისა და ნეიმარს აქვთ.




Როგორც იქნა გადაწყდა ამის ამბავი, მაგრამ მსოფლიოში მეოთხე რა უბედურებაა? Მინიმუმ 30 ნახევარმცველს ჩამოგითვლით რომელიც ჯობია და მეტ ხელფასს იმსახურებს
მსოფლიოში კი მასზე მაღალი ხელფასი მხოლოდ კილიან მბაპეს, ლიონელ მესისა და ნეიმარს აქვთ.
=============
..და ჰოლანდი რა, 2 ლარზე თამაშობს?
დაველოდოთ!!!!
ჰალკს გამოანთავისუფლებს 😆
და დავიჯერო რონალდუსაც არა აქვს მაგხელა ხელფასი?
წარმოიდგინე და არ ააქვს. რონალდოსთვის ფეხბურთი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფული
29-მილიონი უხდებაო და ინგლისში რეკორდულ ხელფასებს უნიშნავენ სალაჰს დებრუინს კიდე ბევრს დავიჯერო მარტო პსჟს იგროკებს აქვთ ამაზე მეტი ?? თუმცა ეს 29-მილიონიც სუფთა არაა ნახევარს აიღებს ნუ ეგეც ბევრია და აუცილებლად ის ნახევარიც უნდა გაინახევროს მაქსიმუმ 7-8 მილიონი მეტი ზედმეტია
გავრცელებული ინფორმაციით ფრენკი დე იონგი ესპანეთში ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. მსოფლიოში კი მასზე მაღალი ხელფასი მხოლოდ კილიან მბაპეს, ლიონელ მესისა და ნეიმარს აქვთ.
და დავიჯერო რონალდუსაც არა აქვს მაგხელა ხელფასი?
ნამდვილად მიხარია, რომ ფრენკი ბარსაში რჩება. კარგი ფებურთელია და სარგებლის მოტანა შეუძლია. მაგრამ ფრენკი არ არის მბაპე, მესი და ნეიმარი და არც პსჟ -ში თამაშობს არაბ შეიხებთან. ასევე არ არის ფრენკი არც ბუსკეტსი და არც დე ბრიუნე. ასეთი ხელფასი მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ ნაძირალა ბართომეოს ხელები აქვს ჩაქუჩით დასამტვრევი. როცა მოვიდა, გუნდი ძალიან შავ დღეში იყო, ყველაფერზე წავიდნენ, რომ ვინმე მშველელი მოსულიყო…. მაგრამ ფრენკი არ აღმოჩნდა მშველელი, განსაკუთრებით მესის წასვლის შემდეგ. ეხლა სხვა დროა და გუნდში სხვა ხალხიც თამაშობს და ფრენკის სასტარტოში ადგილი გარანტირებული არა აქვს. ბევრი შრომა სჭირდება, რომ დონეზე იდგეს. ანუ გამოდის, რომ ფრენკი ამხელა ხელფასს არ იმსახურებს. და თუ მას კლუბის ინტერესები არ აინტერესებს და მხოლოდ საკუთარ ჯიბეზეა მობილიზებული, მე ასე ვიტყვი, რომ აქ დამთავრდება მისი კარიერულ ზრდა. არც ერთი, ვინც კლუბს და ფეხბურთს ფული ამჯობონა, ვერ აზღვავდა იმ დონემდე, რისი შანსიც ჰქონდა…. მაგრამ მე მაინც მას პატივს ვცემ ( ჯერ-ჯერობით) და რატომღაც მჯერა რომ ფრენკი წავა ხელფასის შემცირებაზე……