workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უმტიტის იტალიური ფეხბურთის შესწავლა სურს, რადგან ის მწვრთნელობას აპირებს

უმტიტის იტალიური ფეხბურთის შესწავლა სურს, რადგან ის მწვრთნელობას აპირებს

ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო სამუელ უმტიტის “ლეჩეში” სავარაუდო გადასვლასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას ავრცელებს.

დი მარციოს ცნობით საუბარია უბრალო იჯარაზე, რომლის დროსაც ფეხბურთელის ხელფასს “ბარსელონა” გადაიხდის, “ლეჩეს” კი თანხის გადახდა მხოლოდ იმ შემთხვევაში მოუწევს, თუ სამუელი გარკვეული რაოდენობის შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. დი მარციო ცოტა ხნის წინ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს.

იტალიელი ჟურნალისტის თქმით, უმტიტის წლიური ანაზღაურება გადასახადების ჩათვლით 20 მილიონი ევროა. აქ დი მარციო ცდება. ფრანგმა რამდენიმე თვის წინ ეს ხელფასი მთელ კონტრაქტზე გადაინაწილა და ახლა “ბარსას” მისთვის დაახლოებით 20 მილიონი ნამდვილად აქვს გადასახდელი, მაგრამ 2026 წლამდე, ანუ წელიწადში დაახლოებით 5 მილიონი ევრო.

დი მარციოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის ყველაზე საინტერესო ნაწილი კი ის მიზეზია, რატომაც 28 წლის ფრანგმა მცველმა იტალიაში გადასვლა გადაწყვიტა. თურმე უმტიტის მომავალში მწვრთნელობა აქვს ჩაფიქრებული. მას სურს, იტალიური ფეხბურთი და ტაქტიკა შეისწავლოს.

უმტიტი იტალიაში პირადი მწვრთნელით ჩავა, რომელიც ფეხბურთელს კუნთოვანი მასის განვითარებასა და ტრავმების თავიდან აცილებაში დაეხმარება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • nika 54
    schedule 23 აგვ 2022, 11:55
    #12

    ციტატა: Chico
    კი მაგრამ, თუ ხელფასს ბარსა გადაიხდის, რა აზრია ჩადებული მის იჯარით გაშვებაში?
    გაუსშვან უფასოდ და დაივიწყონ ცუდი სიზმარივით…..
    ბევრ რამეში არაფრით არ ვეთანხმები ლაპორტას ჯგუფს….


    ბონუსებს გადაიხდიან იტალიელებიო.

  • Albicelecte
    schedule 21 აგვ 2022, 01:45
    #11

    ისე ჭკვიანურია, თუკი მუხლი ვერ უქაჩავს, ტაქტიკა ისწავლოს
    კატენაჩოები და ასეთი, მაინც მცველი იყო უმაღლესი დონის

  • Chico
    schedule 21 აგვ 2022, 00:52
    #10

    კი მაგრამ, თუ ხელფასს ბარსა გადაიხდის, რა აზრია ჩადებული მის იჯარით გაშვებაში?
    გაუსშვან უფასოდ და დაივიწყონ ცუდი სიზმარივით…..
    ბევრ რამეში არაფრით არ ვეთანხმები ლაპორტას ჯგუფს….

  • Ko Ke
    schedule 20 აგვ 2022, 23:24
    #9

    Ხელფასი აუცილებლად უნდა დავზოგოთ ამიტომ მგონია ლეჩეში არ წავა

  • rivaldo80
    schedule 20 აგვ 2022, 22:22
    #8

    ტიპმა ერთ თას შესწირა კარიერა იძახე ეხლა მსოფლიო მაქვს მოგებულიი სხვა რა დაგრჩენია.

  • Moriba
    schedule 20 აგვ 2022, 21:36
    #7

    ციტატა: nikolozi96

    ციტატა: Moriba
    აუ ჟესუსი როვერ დავითრიეთ მაგარი გული დამწყდა


    რო ვერ დავითრიეთ არა ძმა არ უნდოდათ და არ იყიდეს,ლევანდოვსკი მოიყვანეს მე პირადად ხესუსი მინდოდა მარა ნუ რას ვიზამთ ჩავიმ იცის უკეთ


    ჟესუსი რწ ზეც თამაშობს რაფინიას ადგილზე და მაგის მაგუვრად რომ ეყიდათ ძაან მაგარი იქნებიდა მაგრან რავიცი ხავიმ უკეთ უცის

  • besobeso2477
    schedule 20 აგვ 2022, 21:34
    #6

    რა პრობლემაა,დეპაის თუ უფასოდ უშვებთ ნარემ ესეც გააკეთეთ თქვე სლეებო! ასეთი უუნაროები როგორ არიან ვერ ვხვდები,ბრვაითვაეტში 18 მილონი გადაიხადეს და დეპაოს უფასოდ უშვებენ.

  • jo va ni
    schedule 20 აგვ 2022, 21:22
    #5

    იქნება ათამაშდეს და მოიტოვოს ტრავმები… მომავალ სეზონში რომ გავყიდოთ. მთავარია დატვირთვებს გაუძლოს და არ აილეწოს ისევ. იმხელა კლასი კი აქვს რომ ლეჩეში ითამაშოს

  • nikolozi96
    schedule 20 აგვ 2022, 21:13
    #4

    ციტატა: Moriba
    აუ ჟესუსი როვერ დავითრიეთ მაგარი გული დამწყდა


    რო ვერ დავითრიეთ არა ძმა არ უნდოდათ და არ იყიდეს,ლევანდოვსკი მოიყვანეს მე პირადად ხესუსი მინდოდა მარა ნუ რას ვიზამთ ჩავიმ იცის უკეთ

  • Moriba
    schedule 20 აგვ 2022, 21:08
    #3

    აუ ჟესუსი როვერ დავითრიეთ მაგარი გული დამწყდა

  • EL MAESTRO 6
    schedule 20 აგვ 2022, 20:39
    #2

    კაია მწვრთნელობა თუ უ და მაგრამ, თუ ჩვენ ვუხადეთ ხელფასი რაღა გაშვება გამოვიდა, წარმატებები აბა, ერთ დროს ბარსას კედელო

  • ROUCH
    schedule 20 აგვ 2022, 20:36
    #1

    არადა რა მაგარი მცველი იყო. ტრამვების დედა რო ვატირე თორე რა კრისტიანსენი და გარსია კუნდეები ეს და არაუხო იქნენოდნენ