’’ბარსელონას’’ პრეზიდენტმა და ცენტრალურმა მცველმა, გუნდის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ყვავილებით შეამკო რაფაელ კაზანოვის ძეგლი.
ტრადიციულად, ’’ბარსელონამ’’ სხვა კატალონიურ გუნდებთან , ’’ესპანიოლთან’’ და ’’ჰოვენტუნტთან’’ ერთად ყვავილებით შეამკო რაფაელ კაზანოვის ძეგლი. პროცესში მონაწილეობა მიიღეს გუნდების პრეზიდენტებმა, რამდენიმე ფეხბურთელმა და გუნდების სხვა წარმომადგენლებმა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ’’ბარსელონას’’ მხრიდან ცერემონიას ესწრებოდა გუნდის პრეზიდენტი სანდრო როსელი და ცენტრალური მცველი ხერარდ პიკე, რომლებიც ამ პროცესში სხვა გუნდების წარმომადგენლებთან ერთად იყვნენ, როგორებიცაა ლასლსო ნახი, ჩავი რაბასედა და ჩავი პასკუალი.


