“მანჩესტერ იუნაიტედში” მიხვდნენ, რომ გუნდს გაძლიერება ძალიან სჭირდება, თანაც სასწრაფოდ და არა მხოლოდ ნახევარდაცვის პოზიციაზე.
“წითელმა ეშმაკებმა” მიმდინარე სეზონი კიდევ უფრო ცუდად დაიწყო, ვიდრე წინა დაასრულა – 2 მატჩში 2 წაგება, 1 გატანილი და 6 გაშვებული გოლი, ბოლო ადგილი პრემიერ ლიგაში. ამაზე ცუდ სტარტს ვერც კი ვიფიქრებდით.
ერიკ თენ ჰაგის გუნდს ყველა პოზიციაზე უჭირს, მათ შორის შეტევაშიც. გუნდის პრიორიტეტი ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებაა, მაგრამ მანჩესტერელები არც თავდასხმას ივიწყებენ. “იუნაიტედს” შეტევაში რონალდუსთან ერთადაც უჭირს და თუ პორტუგალიელი გუნდიდან წავიდა, გაჭირვება მერე ნახეთ.
The Sun-ზე დაყრდნობით Sport იტყობინება, რომ “მანჩესტერმა” თვალი პიერ-ემერიკ ობამეიანგს დაადგა. გაბონელი შემტევით “ჩელსიცაა” დაინტერესებული და მანჩესტერელებს ლონდონელებთან კონკურენცია ძალიან გაუჭირდებათ. “ჩელსის” თომას ტუხელი წვრთნის, რომელსაც ობამეიანგთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს, თანაც “ლურჯები”, “წითლებისგან” განსხვავებით, ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობენ.
ობამეიანგმა “ჩელსი” უარით გაისტუმრა და ძნელი წარმოსადგენია, რა უნდა მოხდეს, ის “იუნაიტედში” თამაშს რომ დასთანხმდეს.
როდის იყო რონალდუ შეტევების სულისჩამდგმელი? ეს ბენზემას და მოდრიჩის აწყობილ პასებზე მორიგეობდა მეტოქის კარებთან. სულ ეს არის რონალდუ. ვინმე მოიგონებთ რონალდუს გოლის გატანამდე თუნდაც 2 ფეხბურთელი მოეტყუებინოს?
მეეჭვება რონალდუს წასვლით გაუჭირდეთ ეგ რომ კარგიიყოს გუნდში ამდენი კლუბი კიარ იტყოდა მასზე უარს დაჟე მილანმაც კი დაარეჯექთადა ატლეტიკომ… ტიპს უნდა ძალიან მაღალი ხელფასი და გუნდურობას კლავს გუნდში მე ნამდვილად არ ვისურვებდი რონალდუს ჩემ გუნდში (რათქმაუნდა ამ ბოლოწლების რონალდუს)
Თუ მაინც ყიდიან გამოვიყენოთ ეს ვითარება და ძვირად გავყიდოთ
მანჩესტერს იქ დაერხა ისედაც არ ულხინდა რონალდუ რომ დააბრუნეს მაგის კაპრიზების დრო აღარ იყო, ასევე პოგბა დიდი ძალა იყო ასე უფასოდ დაკარგეს, რონალდუ წავა და სიტუაციაც გამოსწორდება აგერ ნახავთ.
ინგლიში გყავდათ ზედ არ აკუებდით და ახლა მოგინდათ ყველას თქვეე გაპიარებული ფეხბურთელების ლიგაავ.
ამის გაყიდვას ტორესი გაყიდოს ეგ გაურკვეველი პოზიციის კაცი არც ფლანგელი რო არა და არც ფორვარდი
ამ იუნაიტედში მარტო მოსისხლე მტერს თუ გავუშვებდით, ტიპები ისეთ დღეში არიან რომ ბრაითვეითი და უმტიტი რომ მივცეთ მაინც გაუმჯობესება გუნდისთვის, ისეთ ნაგავში არიან რომ მეცოდებიან
უკვე აღარც მეცინება იუნაიტედზე, გულით მეცოდებიან. ვის დასდევენ ეს უდღეურები, და ესენიც კი დაიწუნებენ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ისე დაიწყეს სეზონი მაგათთან თამაშს ვინღა მოისურვებს. ახლა ლივერპული საბოლოოდ დაასამარებს და ნაადრევად დასრულდება მაგათთვის ისედაც განწირული სეზონი.