“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველი და “ბარსელონას” სატრანსფერო სამიზნე ბერნარდუ სილვა ESPN-სთან საკუთარ მომავალზე საუბრობს.
ყოველთვის ვამბობ, რომ აქ ბედნიერი ვარ, მაგრამ წარმოდგენა არ მაქვს, რა მოხდება. კლუბთან ძალიან გულწრფელი ურთიერთობა მაქვს – “სიტის” მესვეურებთან ღია ვარ და მათ იციან, რა მინდა.
თუ დავრჩები, ბედნიერი ვიქნები, კლუბს პატივს ვცემ და მისთვის საუკეთესოს გავაკეთებ. თუ ასე არ იქნება, ეს ფეხბურთია. ვნახავთ, რა მოხდება.
“სიტი” დიდი კლუბია და მათ ისეთი ფეხბურთელების ყოლა არ სურთ, რომლებიც ბედნიერები არ არიან. ისინი ყოველთვის გვეუბნებიან, რომ თუ ბედნიერები არ ვართ, შეგვიძლია, წავიდეთ. რა თქმა უნდა, ეს ბიზნესია და მათ ჩვენ სანაცვლოდ შესაბამისი ოდენობის თანხის მიღება სურთ.
როგორც ვთქვი, მე ყოველთვის პატივს ვცემ ჩემს ურთიერთობას “მანჩესტერ სიტისთან”, გულშემატკივრებთან, პერსონალთან, თანაგუნდელებთან, ასე რომ, რაც მოხდება, აუცილებლად პატივისცემის ფარგლებში მოხდება.
“ბარსელონას” ბერნარდუ სილვას შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. როგორც სანდო წყაროები ირწმუნებიან, კატალონიელები როგორც “სიტისთან”, ისე ფეხბურთელთან უკვე შეთანხმებულნი არიან.




ძაან გაახურეს, უკვე ნერვები მაქვს დაწყვეტაზე.
ვინც გვყავს იმათ ვერ ვარეგისტრირებთ. ამიტო ცოტა დასტოინად და პოჭო დააყე გვარდიოლას თავი არ შეაძულო და ბოლოს ისე არ მოხდეს არც აქანა მიგიღონ და მანდაც სკამი მოაპრიალო პოჭოთი გვარდიოლას თავისი წიკები აქ თუ შეჯდა ვირზე ოოო
შენ დარჩები სიტიში
ძაან კლასნია რა, მინდა ეს ბარსაში
ჩელსის უნდა დათრევა
ტრაორე ინგლისში დაბრუნდა ხომ?
80 მლნ. ია ამის ფასი. დეიონგი თუარ წავიდა ისე ეს როგორ უნდა იყიდონ არვიცი.
უფრო მეტად დამევასა ასეთი საუბრით და თუ მოყვანაა ეს უნდა მოვიყვანოთ ასეთი ფეხბურთელები ქმნიან ისტორიას და იმედია ყველაფერს გააკეთებენ მოსაყვანად.
მოდი მოდი
ახლა ვუყურებდი დემბელეს პრესეზონის თამაშებს და არ ვიცი ღმერთმა რა მოწყალება გაიღო მაგის თავზე მაგრამ ასე თუ ითამაშა ეს სეზონი ჩვეულებრივად საუკეთესო ოცეულში მოხვდება ოქროს ბურთის
Ფრენკის მაგივრად ეს თუ მოვიდა კანფეტ, სატრებლე გუნდი გვეყოლება