ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსელონა” სესარ ასპილიკუეტას არ შეიძენს – ფეხბურთელი “ჩელსისთან” კონტრაქტს ახანგრძლივებს.
ესპანელს სურდა, თავისი მომავალი პრემიერ ლიგის დაწყებამდე გადაწყვეტილიყო, “ბარსა” კი მას მოცდას სთხოვდა. საბოლოოდ, სესარმა ჩავის შეატყობინა, რომ ინგლისში რჩება და ლონდონელებთან ახალ, 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
“ლურჯების” მფლობელი, ტოდ ბოელი ასპილიკუეტას გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგ იყო, ვინაიდან, ის გუნდის კაპიტანი და ლეგენდაა.
ჯერჯერობით, უცნობია, კატალონიური კლუბი სხვა მარჯვენა მცველის ყიდვაზე იფიქრებს თუ არა. რომეროს აზრით, მომავალ სეზონში შანსი სერჟინიო დესტს მიეცემა, ძალიან მნიშვნელოვან მატჩებში კი ამ პოზიციას რონალდ არაუხო გაამაგრებს.
წყაროს ცნობით, “ბარსელონაში” მარცხენა დაცვის გაძლიერებაზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე საპირისპირო ფლანგის, პრიორიტეტი კი მარკოს ალონსოა. ასევე, რომერო ფიქრობს, რომ გამორიცხული არც ხოსე გაიას ტრანსფერია. გარდა ამისა, სხვა ვარიანტებიც არსებობს (მაგალითად, კაიო ენრიკე).




კონტრაქტი გაახანგრძლივა და ვერაფერს იტყვი, ბოლო ბოლო კაპიტანია კაცი რას ერჩი.
დევისი მარცხენა ფლანგია,მარა ბაიერნში კონტრაქტი თუ არ ამოიწურე ისე არ ვერ წამოხვალ მაქედან.მარჯვენა ფლანგზე მე რის ჯეიმსი ძაან მევასება,მაგრამ ვინ გამოგატანს ჩელსის აღზრდილია.იგივეა არნოლდზეც.
არვიცი დაცვის რომელ ფლაგზეა დევისი მაგრამ მაგრად მევასება კი დაგვხატავდააა
Kun agüeroooo,
ტრენტი არაა არსად წამსვლელი თორე მაგას ვინჯობია ეხა
ტრენტ თუ დაითრევენ კანფეტტ რათუნდათ ეს 80 წლის ფეხბურთელები
ეტყობა ალბამ ჩამოაბა თოკი გასახდელში და რომ უთხრეს, აღარ ვყიდულობთო, მარტო მას მერე ჩამოვიდა…
ადრიანო კორეა, დინი, გრიმალდო, კუკურელია, ჟოაო მირანდა… ყველა ასე ბანძები როგორ იყო, რომ როტაციაში ვერ ითამაშეს? კაი ადრიანო დაბერდა (ნუ მაგაზე უფროსი პეპე და სილვა ისევ თამაშებენ), მაგრამ დანარჩენები?!
ვინმე ახალგაზრდა ვითრიოთ ჯობია, ბებრები საკმარისად გვყავს
მარცხნივ ბალდეს მისცენ შანსი და მარჯვნივ დესტისთვის იქნება კიდევ ერთი შანსი რამე ქნას პლიუს კუნდესაც შეუძლია მარჯვნივ და არაერთხელ დააყენებს და თუ ვერცერთი გაამართლებს შემდეგი წლის სატრანსფერო დაუთმონ კაი ფლანგის მცველებს, ახლა უაზროდ ყიდვას ეგრე ჯობია
დუმფრისი გაასწორებდა შედარებით იაფი ვარიანტი იქნება თან. არც ვიცი ვინ დავწერო მარჯვენა მცველი სხვა. ვინც მომწონს შეუძლებელია მოვიდეს აქ, ჯერ-ჯერობით ყოველ შემთხვევაში. კანსელუ დახატავდა რასაც ქვია ან რის ჯეიმსი.
მარცხენა მცველზე რატო ჩალიჩობენ ვერ ვხვდები. ბალდეს მისცენ რა შანსი ძაან მაგარი ბიჭია ეგ დარწმუნებული ვარ გაამართლებს ყველაფერი აქვს მაგისთვის რო მაღალი დონე დადოს. დევისის სტილია ზუსტად
ამ თვის ბოლომდე გვაქვს დრო გასაშვები ვინც არის რომ გაუშვან და მოსაყვანი ვინც არის მოიყვანონ 13 -ში პირველი თამაში გვაქვს ბევრი დროც აღარ არის
ძაან კაი, არაა საჭირო კიდევ ერთი ბებერი
მარცხენა ფლანგზე ვინ გვყავს თორემ მარჯვენას ეშველება,ბებერი ალბას იმედად ყოფნა.
ბელერინის იჯარა,ან დუმფრისი დესტთან ბარტერით. მუკიელე დაკარგეს, არადა არ იყო ხელიდან გასაშვები
მარჯვენა მცველის ადგილზე ყავთ ფეხბურთელები და კუნდე, არაუხოც ითამაშებენ რომ რამე…
აი მარცხნივ კი მხოლოდ ალბას იმედად ყოფნა არ შეიძლება. კი ინდომებს, მაგრამ უკვე დაცვაში ძალზედ სუსტია