სეზონი 2011/12
ზაფხულში კლუბმა ორი კარგი შენაძენი გააკეთა: სესკ ფაბრეგასი და ალექსის სანჩესი. დრო გვაჩვენებს როგორ შეეწყობიან ისინი კლუბს, თუმცა წესით აშკარა უნდა იყოს რომ ეს ორი ფეხბურთელი “ბარსას” ძალიან გააძლიერებს.
გავარჩიოთ “ბლაუგრანას” ორი მატჩი: ევროპის სუპერ თასის ფინალი “პორტუს” წინააღმდეგ და პრიმერის პირველი ტურის საშინაო მატჩი “ვილიარეალთან”.
დავიწყოთ: “ბარსელონა”–”პორტუ”
სასტარტო შემადგენლობის ნახვისას იფიქრებდით რომ კატალონიელები 4–3–3 ითამაშებდნენ, თუმცა მათ სხვა ტაქტიკით ითამაშეს 4–2–2–2. ჩავი და კეიტა ერთ ხაზზე საყრდენებად, ინიესტა და უკან დახეული მესი ერთად, პედრო და ვილია თავდასხმის წინა ხაზზე, აქტიურად მოთამაშეები ფლანგებზე.
ჩავის უკან დაწევა იმას ნიშნავდა, რომ მას უფრო დიდი დრო ექნებოდა ბურთის კონტროლისთვის. მან 122 გადაცემა გააკეთა, აქედან 113 ზუსტი იყო. სულ “პორტუს” ფეხბურთელებმა 199 ზუსტი პასი გააკეთეს, შეხედეთ ციფრებს და მიხვდებით წარმატების მიზეზს.
წინ კი მესიმ და ინიესტამ უპირატესობა შექმნეს შეტევაში. სოუზა ხშირად მარტო რჩებოდა ორ ფეხბურთელთან, ამ დროს მას ცენტრალური მცველი ეხმარებოდა, რომლის ზონაც დაუცველი რჩებოდა და ფლანგიდან პედროს ან ვილას შემთხვევის შეტევაში დაზღვევა ვეღარ ხერხდებოდა ფლანგის მცველის.
ინიესტას ოდნავ წინ წაწევამ გაუმარტივა “ბლაუგრანას” მისი საფირმო მანევრის შესრულება. როდესაც მესი ცენტრიდან მარჯვნივ იწევს, ის ცენტრში ადგილს ანთავისუფლებს დიაგონალური აჩქარებისთვის. მესი იწევს მარჯვნივ და ამ დროს ვილა და პედრო, ცენტრში შერბიან ფლანგებიდან.
ვილიას მოძრაობა ძალიან მნიშვნელოვანია. მესიმ შეიძლება მას პასი მისცეს მცველებს შორის შექმნილ თავისუფალ სივრცეში, მაგრამ თუ ეს სივრცე არ არის, მაშინ თვითონ ლეო დაიძვრება ბურთიანად. ამ დროს, ინიესტა მესისთან ერთად აკეთებს მოძრაობას, ერთი მცველი თავისზე გადაჰყავს და არგენტინელს უფრო აჩქარების საშუალებას აძლევს. ასეთი სიჩქარით წამოსული მესის შეჩება კი პრაქტიკულად შეუძლებელია.
IIIნაწილის დასასრული…დანარჩენი ხვალ გავაგრძელოთ…



