ელენა კონდისის ინფორმაციით, “ბარსელონა” “სევილიას” ჟიულ კუნდეს სანაცვლოდ €50 მილიონს შესთავაზებს.
წყაროს თანახმად, ფრანგი მცველი ჩავი ერნანდესსაც ესაუბრა და ტომას ტუხელსაც, საბოლოოდ კი, გადაწყვიტა, “ბარსას” დაელოდოს, რადგან მას კატალონიელთა სპორტული პროექტი უფრო ხიბლავს. ამასთან, ჩავიმ ჟიულს უთხრა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული ექნება.
“ბარსელონაში” სჯერათ, რომ კუნდეს ტრანსფერი განხორციელდება.




არაერთხელ მითქვია და ვამბობ თითოეულ ტრანსფერში ნუ ფეხბურთელების დარწმუნებაში ჩავის როლი დიდია, წეღან დაიწერა კუნდე ტუხელს და ჩავის ესაუბრა რის შემდეგაც ბარსა აირჩიაო ჩავის საუბარი იყო გადამწყვეტი ფაქტორი რამაც საბოლოოდ ბარსაში გადასვლა გადააწყვეტინა და როგორც კი ოფიციალური შეთავაზება იქნება დადასტურდებაო.
სადღაც წავიკითხე 99% პროცენტით ბარსაში გადმოდისო და ამათ ჯერ შეთავაზებაც არ გაუკეთებიათ.
ან კლასიკოს მერე გაიასნდება უცებ ან კიდე გაიწელება ეს რამდენიმე დღე. ტვინი წავიდა უკვე რაა… 1-2 ფეხბურთელი გაყიდული რო გვყავდეს აქამდე არ მივიდოდა საქმე. დღეს უნდა გადავუაროთ რეალს და კარგად დავიწყოთ სეზონი აბა ჰე და აბა ჰო
კაია რო 50-დან ვიწყებთ ვაჭრობას და პირდაპირ 800 მილიონს არ ვიხდით, როგორც ბართომეუს დროს ხდებოდა ხოლმე. ასე მგონია ტიპებს უბრალოდ ვაჭრობა ეზარებოდათ და ვინც რა ფასს დაგვისახელებდა პირდაპირ იხდიდნენ :დდდ დაბალ ღობედ ვიქეცით ამ საკითხში ბოლო წლებია და დროა დაინახონ რო ეგრე მარტივად აღარაა საქმეე :დდდდ
იმედია მალე გავაოფიციალურებთ
მალე რა მალე Here we go…
არაუხო-კუნდე იფფფფ….
სამცველიანში კი + კრისტენსენი იდეალურია რავიცი რა სეზონი ხანგრძლივია და ყველას მოუწევს თამაში არავინ იცის რა დროს ვინ გამოგვადგება ამის გაოფიციალურებას აწ უკვე დღესს ველოდები მე პირადად….