მერე რა, რომ ამხანაგურია? “ელ კლასიკო” მაინც “ელ კლასიკოა”. რა თქმა უნდა, დილით გასამართ დაპირისპირებას არ ექნება ბევრი ის ინტრიგა, რაც ოფიციალურ მატჩებს ახლავს ხოლმე და ის დიდწილად კომერციული თამაშია, მაგრამ “ბარსელონასა” და “რეალის” დაპირისპირების უბრალო ამხანაგურ შეხვედრად აღქმა მაინც არ გამოვა. მართალია, თავად გუნდები ამ მატჩის შედეგს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ, მაგრამ გულშემატკივრებმა “კლასიკოსგან” სიამოვნების მიღებაზე უარი რატომ უნდა ვთქვათ?
სათამაშო ფორმა
“ბარსელონამ” და “რეალმა” ახალი სეზონისთვის მზადება თითქმის ერთდროულად დაიწყეს. თუმცა “ბარსამ” უკვე 2 ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა, “რეალი” კი სეზონის პირველ მატჩს სწორედ “ბლაუგრანასთან” გამართავს.
კატალონიელებმა პირველი მატჩი “ოლოტთან” ჩაატარეს და თითქმის სრულად “ბარსა ატლეტიკის” ფეხბურთელებით 1-1 ითამაშეს. ლიდერების დაბრუნების შემდეგ კი ჩავის გუნდმა “ინტერ მაიამისთან” ისეირნა და 6-0 მოიგო.
“ბარსელონას” უპირატესობა ისაა, რომ ორი შეხვედრის ჩატარებით გუნდი სათამაშო რიტმს უფრო მეტადაა დაბრუნებული, ვიდრე “რეალი”. მადრიდელებს კი უპირატესობას ის აძლევს, რომ მგზავრობისგან ნაკლებად არიან გადაღლილები და მზადების დაწყებიდან დღემდე სრულად ვარჯიშზე არიან კონცენტრირებულნი.
დანაკლისი
“რეალის” ბოლო ვარჯიშის დროს ინდივიდუალურად ივარჯიშა დანი კარვახალმა, მაგრამ მაინც მოსალოდნელია, რომ ესპანელი მარჯვენა მცველი სრულ მზადყოფნაში იქნება. მადრიდელებს სხვა მხრივ პრობლემა არ აქვთ.
“ბარსელონა”, დიდი ალბათობით, ჟერარ პიკესა და ფერან ტორესის ჯანმრთელობას არ გარისკავს და ახლადგამოჯანმრთელებულ ფეხბურთელებს “რეალის” წინააღმდეგ არ ათამაშებს.
ურთიერთშეხვედრები
ვინაიდან თამაში ამხანაგურია, ჩვენც ამ გუნდებს შორის ამხანაგურად ჩატარებული შეხვედრები გავიხსენოთ.
თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ ამხანაგურ თამაშებს, რომლებსაც გუნდები მე-20 საუკუნის დასაწყისში მართავდნენ, ის მნიშვნელობა ნამდვილად არ ჰქონდა, რაც დღეს აქვს. დღეს ამხანაგური შეხვედრები ოფიციალური მატჩებისთვის მომზადების მიზნით ტარდება, 100 წლის წინ კი გუნდებს უმეტესად ამხანაგური თამაშების გამართვა უწევდათ და შესაბამისად, ეს დაპირისპირებები პრინციპულობითაც გამოირჩეოდა.
“ბარსელონასა” და “რეალის” ამხანაგური თამაშების ისტორია სათავეს 1906 წლიდან იღებს. პირველი 3 შეხვედრა “ბარსამ” მოიგო, ანგარიშებით 5-2, 7-0 და 1-0. “რეალს” ამხანაგურ მატჩში “ბარსას” პირველად დამარცხებისთვის 21 მცდელობა დასჭირდა.
21-ე საუკუნეში მხოლოდ ერთი ამხანაგური “ელ კლასიკო” გაიმართა და ისიც ამერიკაში. 2017 წელს “ბარსელონამ” “რეალი” 3-2 დაამარცხა. კატალონიელთა მხრიდან გოლები მესიმ, ბუსკეტსმა და პიკემ გაიტანეს, ხოლო მადრიდელთა მხრიდან კოვაჩიჩმა და ასენსიომ.
სულ გუნდებს შორის 33 ამხანაგური თამაში გამართულა. “ბარსელონამ” 19 მოიგო, “რეალმა” კი მხოლოდ 4. “ბლაუგრანამ” 83 გოლი გაიტანა და 43 გაუშვა.
ახალწვეულები
მიმდინარე ზაფხულში “ბარსელონას” აგრესიული სატრანსფერო პოლიტიკა აქვს. კატალონიელებმა უკვე დაიმატეს რობერტ ლევანდოვსკი, რაფინია, ფრანკ კესიე, ანდრეას კრისტენსენი და პაბლო ტორე. ხვალ დიდი ალბათობით ყველა მათგანს მოედანზე ვიხილავთ.
“რეალმა” მხოლოდ ორი ფეხბურთელი დაიმატა, მაგრამ ორივე მაღალი დონის – ანტონიო რუდიგერი და აურელიან ჩუამენი. მოსალოდნელია, რომ ხვალ ისინი სასტარტო შემადგენლობაში იქნებიან.
გამორჩეული ფეხბურთელი
ხვალინდელი შეხვედრის ყველაზე გამორჩეულ ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი უნდა მივიჩნიოთ იმის მიუხედავად, რომ სასტარტო შემადგენლობაში მისი გამოჩენა მოსალოდნელი არაა.
ვეტერანი პოლონელი ლა ლიგის 2022 წლის აშკარად ყველაზე გამორჩეული და ვარსკვლავური ტრანსფერია. თან მას “რეალთან” თავისი ისტორია აქვს.
ლევანდოვსკის “რეალის” წინააღმდეგ 8-ჯერ უთამაშია და მის ანგარიშზე 6 გოლია. ასეთი დონის გუნდის წინააღმდეგ ეს შესანიშნავი სტატისტიკაა, თუმცა ეს შედეგი პოლონელს დიდწილად ერთი თამაშის წყალობით აქვს.
ეს მოხდა 2013 წელს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. მაშინ ფინალამდე ბოლო ნაბიჯის გადადგმისთვის ერთმანეთს ერთ მხარეს “ბარსა” და “ბაიერნი”, მეორე მხარეს კი “რეალი” და “დორტმუნდი” ეცილებოდნენ. ჩვენი “ბაიერნთან” დაპირისპირება როგორ დასრულდა, არ შეგახსენებთ. ისიც გემახსოვრებათ, რომ აუტსაიდერმა დორტმუნდმა ფავორიტი “რეალი” გამოაგდო და ეს სწორედ ლევანდოვსკის წყალობით მოახერხა. გერმანიაში გამართულ პირველ მატჩში მასპინძლებმა 4-1 მოიგეს და ოთხივე გოლი ლევანდოვსკიმ გაიტანა. რობერტი ერთადერთი მოქმედი ფეხბურთელია, რომელსაც “რეალისთვის” ერთ მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. ასეთი შედეგი თვით ლეო მესისაც კი არ აქვს, რომელსაც ისტორიაში “რეალის” კარი ყველაზე მეტჯერ აუღია.
სავარაუდო შემადგენლობები
Sport
რეალი (4-3-3): კურტუა, ვასკესი, რუდიგერი, ალაბა, მენდი, ჩუამენი, ვალვერდე, მოდრიჩი, როდრიგო, ლატასა, ვინისიუსი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, არაუხო, კრისტენსენი, ალბა, ბუსკეტსი, კესიე, პედრი, რაფინია, ობამეიანგი, ფატი
AS
რეალი (4-3-3): კურტუა, ოდრიოსოლა, მილიტაო, რუდიგერი, ალაბა, ჩუამენი, სებალიოსი, კროოსი, როდრიგო, ბენზემა, ვინისიუსი
ბარსელონა (4-3-3): ტერ შტეგენი, დესტი, კრისტენსენი, გარსია, ალბა, ბუსკეტსი, კესიე, პედრი, რაფინია, ობამეიანგი, ფატი
პროგნოზი
- Givemesport: 2-2
- Sportsmole: 2-2
- Squawka: 3-3
ტრანსლაცია
თამაში 07:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის ყურებასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეგიძლიათ, ამ გვერდზე იხილოთ.
ანუ ?
დენზელ ვაშინგტონის ინტერვიუ დადო სადაც ის ოცნებების ახდენაზე ლაპარაკობს.
ანუ ?
კუნდემ ინსტაზე ოცნებების ასრულებაზე ჩაგვცინკა.
😂😂😂 ჩაგეთვალა
სისწრაფითაც სჯობს ვინი.
ბაზარი არაა. საერთოდ არ მეიმედება მაგ ბიჭის. ნორმალურიც არავინ ჩანს მარჯვენა ფლანგზე, აზპი კი ჯობია დესტს მაგრამ არც ეგარის დიდად უკეთესი. არნოლდი და ჯეიმსი არიან დღესდღეობით ძალიან კარგები მაგრამ მაგათ 100 მილიონზე ნაკლებად არავინ მოგვყიდის
რის ჯეიმსი მაგრად მინდა ბარსაში მარა მაგან რო ჩვენთან ამოყოს თავი ჩელსის ხელმძღვანელობას მართლა გული დაარტყავთ :დდდდდ
აი შანსი არაა,რომ რომელიმე მოვიდეს.არნოლდი ლივერპულის აღზრდილია და ჯეიმსიც ჩელსის,თავიანთი ნებითაც კი არ გადმოვლენ.ისე მე ჯეიმსი უფრო მევასება.
დესტს ათრევსო არადა ვერ ათრევს დესტი არაა ასე სუსტიც სისწრაფე არანაკლები აქვს
ბაზარი არაა. საერთოდ არ მეიმედება მაგ ბიჭის. ნორმალურიც არავინ ჩანს მარჯვენა ფლანგზე, აზპი კი ჯობია დესტს მაგრამ არც ეგარის დიდად უკეთესი. არნოლდი და ჯეიმსი არიან დღესდღეობით ძალიან კარგები მაგრამ მაგათ 100 მილიონზე ნაკლებად არავინ მოგვყიდის
რის ჯეიმსი მაგრად მინდა ბარსაში მარა მაგან რო ჩვენთან ამოყოს თავი ჩელსის ხელმძღვანელობას მართლა გული დაარტყავთ :დდდდდ
ლევანამ უნდა ამოტენოს
დესტს თუ არ დაეხმარა ხვალ ვინმე სახით ათრევს ის მამამიჟმული.
ყველა პროგნოზი ფრეს წინასწაეტყველებს 2-2 ან 3-3 არადა როგორი დარწმუნებული ვარ ბარსა ამოტენის👌
მბაპე და ჰოლანდი არ ეყოლებათ სასტარტოში :))
უნდა ამოვტენოთ და ჩავაგდებიოთ ხმა, იმ 4-0 ის მერე კიდევ რომ გვებლატავებიან და ჭკუა ვერ ისწავლეს
რა 2-2 ღადაობთ?) აი ძაან დაჩაგრავენ რეალს.
თამაში 24 ივლისსაა, დილის 7 საათზე. არა აქვს მნიშვნელობა ვინ რას ლაპარაკობს.
ანუ ხვალ დილითაა და დღეისად,რატომ მოიხსენიებთ?
მოსაგებია ეს თამაშიც, სადაც არ უნდა ვიყოთ, რა სტატუსითაც არ უნდა ვეთამაშებოდეთ რეალს, ყოველთვის მაქსიმუმი უნდა დაიდოს
მით უმეტეს, ასეთი გაძლიერებული შემადგენლობით, Visca Barca!