“ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი, პედრი გონსალესი Cadena SER-თან საუბრობს:
ფიზიკურ ასპექტში თვეების განმავლობაში ვმუშაობდი და მსურს, ასე გავაგრძელო. თანამედროვე ფეხბურთში ეს ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ უფრო უნდა მოვუმატო.
კესიემ გამაკვირვა. ფიზიკურად ის ძალიან ძლიერია. ვნახეთ, ფრანკი ვარჯიშზე ანსუ ფატის როგორ დაეჯახა. მასთან ორთაბრძოლას არც ვცდილობ, მხოლოდ მაშინ, როცა აუცილებელია.
ინიგო მარტინესი? ის შესანიშნავი ფეხბურთელი და ადამიანია. ვიმედოვნებ, “ბარსაში” გადმოვა. მართალია, რომ ბევრი ჭორი ვრცელდება, მაგრამ, ვნახოთ, რა მოხდება.




ინიგო კია კაი ბიჭი მაგრამ კუნდე ჯობია და მალე მოვაო.
ცალკე ავარჯიშეთ ეს ცხოველი, ბავშვები არ დაგვიწყოს ლაზარეთში პაჩკა-პაჩკა…

კესი კი კაია მაგრამ ანსუსთან ფრთხილად იყოს ერთი კიდე არ დაგვეტრამვოს ეგ, თან ამხელა კაცი რომ ეჯახება😁
კესი ცხოველი გვყავს 👍