დღეს რობერტ ლევანდოვსკი “ბარსელონას” ეკიპირებით პირველად ვიხილეთ, მაგრამ ლურჯ-ბროწეულისფერ ფორმაში სანახავად მოცდა საღამომდე მოგვიწევს.
Sport-ის ინფორმაციით, როგორც სპორტული, ისე კომერციული თვალსაზრისით, “ბარსელონას” სურს, პოლონელმა ვარსკვლავმა 9-ნომრიანი მაისური მოირგოს.
ეს ნომერი ამჟამად მემფის დეპაის უკავია. თუ ნიდერლანდელი გუნდს დატოვებს, 9-ნომრიან მაისურს, ავტომატურად, ლევანდოვსკი მიიღებს, თუმცა, თუ ასე არ მოხდა, შესაძლოა, კლუბმა მემფისს ნომრის დათმობა სთხოვოს. ნებისმერ შემთხვევაში, ყველაფერი თავად დეპაიზე იქნება დამოკიდებული.




დეპაი უნდა წავიდეს წესით
ხოდა დეპაი ისედაც უნდა გავყიდოთ და მოირგებს ეს კაცი 9 ნომერს
გახადეთ კაცო დეპაის და ჩააცვით ლევანას.
თუ დეპაი დარჩა, უხერხული იქნება ნომრის წართმევა. ეს თვითონ რობერტმა უნდა განაცხადოს, როგორც დიდ ფეხბურთელებს ეკადრებათ. აი ლეომ პსჟ-ში ნეიმარის შეთავაზებულ 10 ნომერზე უარი ღირსეულად უთხრა. მიუხედავად იმისა რო ნეიმარიც ალალი იყო ამ შეთავაზებაში. სიტიში ჰოლანდმა მაშინვე არ აიღო ნომერი ჟეზუსის წასვლას დაელოდა რო 9-იანი მიეღო. მოკლედ ჩემი აზრით მთავარი ადამიანობაა და ნომერი ვერაფერს უშველის ფეხბურთელს უფრო კარგი თამაშის ჩვენებაში.
იმედია დეპაი წავა და 9-იანს დაუტოვებს ან იქნება დარჩეს კიდეც და სწორედ მარკეტინგული მიზნებიდან გამომდინარე მართლაც გადასცეს თავისი ნომერი.