workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რობერტ ლევანდოვსკი: ყოველთვის მინდოდა, დიდ კლუბში მეთამაშა

რობერტ ლევანდოვსკი: ყოველთვის მინდოდა, დიდ კლუბში მეთამაშა

“ბარსელონას” ახალწვეული, რობერტ ლევანდოვსკი რამდენიმი საათის წინ მაიამიში ჩაფრინდა და ახალ თანაგუნდელებს შეუერთდა, რომლებთან ერთადაც ამერიკულ ტურნეში მიიღებს მონაწილეობას. 

პოლონელი თავდამსხმელი BarcaTV-სთან კომენტარსაც აკეთებს:

აქ იმისთვის ვარ, რომ “ბარსას” ტიტულების მოგებაში დავეხმარო.

როგორც იქნა, აქ ვარ. “ბარსელონაში” გადმოვსლით ძალაინ ბედნიერი ვარ. ბოლო დღეები ძალიან გაიწელა, მაგრამ საბოლოოდ, შეთანხმება შედგა.

ეს ჩემს კარიერასი ახალი ეტაპია. მე ყოველთვის მოგება მსურს, არა მხოლოდ მატჩების, არამედ ტიტულების. 

იმედი მაქვს, ტიტულებს მოვიგებთ, როგორც სეზონის დაწყებამდე, ისე მას შემდეგ.

“ბლაუგრანაში” გადასვლა იმიტომ გადავწყვიტე, რომ მე ვარ ადამიანი, რომელსაც ტიტულების მოგება უყვარს და ვფიქრობ, “ბარსაში”, ჩავისთან ერთად, ეს შესაძლებელია. ერნანდესი დიდებული მოთამაშე იყო, ის კლუბს ძალიან კარგად იცნობს. “ბარსელონას” დიდი მომავალი აქვს და მინდა, მისი ნაწილი ვიყო.

მე დიდი მიზნები მაქვს. ჩვენ ბევრი დიდებული მოთამაშე გვყავს და ვფიქრობ, ერთად ბევრის მიღწევა შეგვიძლია.

მე ჩავის ვესაუბრე და მისი იდეების შესახებ ვიცოდი, ასე რომ, ჩემი გადაწყვეტილება მარტივი იყო.

ყოველთვის მსურდა, ლა ლიგასა და დიდ კლუბში მეთამაშა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (11)

  • nika 54
    schedule 18 ივლ 2022, 17:31

    ყოველთვის მსურდა, ლა ლიგასა და დიდ კლუბში მეთამაშა.

    იმედია ჰიონესი წაიკითხავს და გაუსკდება გული.

  • Davita
    schedule 18 ივლ 2022, 14:02

    ციტატა: EL MAESTRO 6
    ახლა ეს და აუბა გვყავს ფორვარდებად, იფ იფ, ასეთუ კონკურენცია გუნდში თან ყველა პოზიციაზე როდის იყო აღარც მახსოვს


    ორივე ბებერიია:დ ორ წელში ისევ საძებარი გვექნება ფორვარდი, ამიტომაა სისულელე ამხელა ფულის გადახდა, ბარსას მხოლოდ ვალი დარჩება და ახალ კრიზისში შევა კლუბი, ვალის აღება ღირდა თუ დაიმატებდა ნუნიეს ვლაჰოვიჩს ან ჰოლანდს.

  • Novak Djokovic
    schedule 18 ივლ 2022, 13:12

    "დიდ კლუბში" ჰაჰა აბა რაა, ცუდად არ გახდნენ ბაიერნის ფანები joy

  • La Pulga10
    schedule 18 ივლ 2022, 12:00

    ციტატა: CHEPE
    ისე ბაიიერს ასე აეწვა რომ 70 მილიონს იხდის იგროკშიი😂😂😂 ბუნდესლიგაში დაილია ანუ ბაიერნისთვის ფეხბურთელები ერთი კი წაართვა ლაიფციგს უპამეკანო მარა ეტყობა მეორე ვერ ნახა მცველი უფასოდ ან ნაკლებ ფაში და მოუწია 70 გასროლა😂😂😂
    ჩვენ კუნდე დაგვათეევინა და არ გავარტყი გაპირებულ დელიხტს..
    არადა აიაქსის ის თაობა ყველას ეგონა რომ მაგარი თაობა იყო და ჩაიკუკეს ყველგან


    ბაიერნს მაგარი გაღრძობილი აქვს,ბუნდესლიგის გარდა ვერც ვერაფერს მოიგებენ.ფლიკი,რომ წავიდა აი მანდ დაენძრათ.ბოლოს,როდის გადაიხადეს 80 მილიონი ფეხბურთელში აღარც მახსოვს,თანაც გაპიარებულ დე ლიხტში.

  • Gaucho24
    schedule 18 ივლ 2022, 11:59

    ლევანგოლსკი : სულ მინდოდა დიდ კლუბში მეთამაშა.
    ბაიერნი : Seen.
    Left the chat.

  • EL MAESTRO 6
    schedule 18 ივლ 2022, 11:42

    ახლა ეს და აუბა გვყავს ფორვარდებად, იფ იფ, ასეთუ კონკურენცია გუნდში თან ყველა პოზიციაზე როდის იყო აღარც მახსოვს

  • azulgerana
    schedule 18 ივლ 2022, 11:38

    იმედია არ დაიტრამვება და აქ არ შეუსრულდება სამასი წელი

  • Memphis Depay
    schedule 18 ივლ 2022, 11:28

    ციტატა: Golden boy
    სულ რეალში თამაში გინდოდა რაც მართალია მართალია, ისევე როგორც ობამეიანგს.


    მასე ისკოს და მოდრიჩს ბარსაში უნდოდათ, სისულელე თემაა ეგ ვაფშე, არაფერს არ ნიშნავს.

  • M10 S9 D11
    schedule 18 ივლ 2022, 11:20

    კლასკიკოში უნდა ამოტენო რეალი

    უუხ სად არ გვყავს მესიიი ტრიპლეტზე გავიწევდით უპრობლემოდ

  • Golden boy
    schedule 18 ივლ 2022, 11:09

    სულ რეალში თამაში გინდოდა რაც მართალია მართალია, ისევე როგორც ობამეიანგს.

  • Zura Gviniashvili
    schedule 18 ივლ 2022, 11:09

    ფორმაში შესული სუარესის მერე ასეთი გამტანი აღარ გვყოლია