workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონასა და ბაიერნს შორის შეთანხმება შედგა – ლევანდოვსკი კატალონიაში გადმოდის

ბარსელონასა და ბაიერნს შორის შეთანხმება შედგა – ლევანდოვსკი კატალონიაში გადმოდის

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსელონასა” და “ბაიერნს” შორის სრული შეთანხმება შედგა! – რობერტ ლევანდოვსკი კატალონიურ გრანდში გადმოდის.

პოლონელი თავდამსხმელი “კამპ ნოუზე”, შესაძლოა, შაბათს, კვირას ან ორშაბათს წარადგინონ.

ცნობებს SER-იც ადასტურებს და დასძენს, რომ ლევანდოვსკის გარემოცვა ტრანსფერის გაოფიციალურებას ამ კვირაში ელის.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, “ბარსაში” რობერტის გადმოსვლა ახლა უკვე მხოლოდ დროის საკითხია. დღევანდელი მოლაპარაკებები გადამწყვეტი აღმოჩნდა – “ბაიერნისგან” საბოლოო დასტური და ტრანსფერი ოფიციალური გახდება.

ლევანდოვსკი “ბარსელონასთან” 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

როგორც ჯანლუკა დი მარიო იტყობინება, პოლონელი ხვალ “ბაიერნის” ბაზაზე არ გამოცხადდება, ტობი ალტშეფლი კი იუწყება, რომ ის გერმანიასაც ხვალვე დატოვებს და “ბარსასთან” ერთად აშშ-ში იქნება.

Mundo Deportivo-ს თანახმად, ლევანდოვსკის სატრანსფერო ღირებულება 45 მილიონი ევროს + 5 მილიონია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • nika 54
    schedule 16 ივლ 2022, 18:45

    მადლობა ღმერთს, იმედია ეს ბოლოა და ბაიერნს ამ წელს საერთოდ აღარ ვახსენებთ.(ნუ თუ უმტიტი არ მოგვთხოვა) smile

  • shu1987
    schedule 16 ივლ 2022, 11:12

    ამ თანხას დიდი ხანია სთავაზობს ბარსა მაგრამ ნაბიჭვრები არიან ბოლომდე გაწელეს სადამდეც შეეძლოთ. მე ვფიქრობ ლევანდოვსკის ტრანსფერი არის იდეალურზე იდეალური

  • Berlinetta♥
    schedule 16 ივლ 2022, 02:30

    45+5 ჩვენია, რომანომაც დაწერა, დიმარსიომაც.. 45 მართლა ამოვიღებთ მაისურებით 😀 ხვალ გამოფრინდებაო და ვნახოთ

    მგონია რო ბერნარდუც თუ მოიყვანეს 3-4-3 ით ხშირად ვითამაშებთ

  • Kaka
    schedule 16 ივლ 2022, 02:09

    cruyff9,
    მართალია მეგობარო სილვაც ძალიან მაგარი ტრანსფერი იქნება და თუ გადმოვიდა იმედია მინიმუმ ისე ითამაშებს როგორც ეკადრება….

  • cruyff9
    schedule 16 ივლ 2022, 02:07

    ციტატა: Kaka
    მაგრად მიხარია ამის გადმოსვლა ამაში რასაც ვიხდით იმ თანხას სპორტული თვალსაზრისით ამოვიღებთ ნუ გუნდსაც რომ გააძლიერებს და ბევრს შეგვმატებს ეგ ისედაც ვიცით.. მე მაინც ყველაზე მაგრად კუნდეს ტრანსფერს ველოდები….


    კუნდეზე მაგრად ბერნარდო მინდა,,,სილვა არი რაღაც კლასის ზეიმი,,ეგ და პედრი რო ვფიქრობ რა იქნება მაჟრიალებს))))და წინ რაფინია ფატი ობა ლევანა რო ეყოლებათ

  • Kaka
    schedule 16 ივლ 2022, 02:04

    მაგრად მიხარია ამის გადმოსვლა ამაში რასაც ვიხდით იმ თანხას სპორტული თვალსაზრისით ამოვიღებთ ნუ გუნდსაც რომ გააძლიერებს და ბევრს შეგვმატებს ეგ ისედაც ვიცით.. მე მაინც ყველაზე მაგრად კუნდეს ტრანსფერს ველოდები….

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 ივლ 2022, 02:04

    ციტატა: cruyff9

    ციტატა: EL MAESTRO 6
    კარგია, შემდეგი კუნდე უნდა იყოს თან სასწრაფოდ სანამ ჩელსიმ აგვახია


    შემდეგ აზპი,,ფრენკის გაშვება რაც შეილება მაალე და ბერნარდოს მოყვანა,,,აუ რა გუნდი შეიკვრება ბიჭებოო


    მარცხენა მცველიც რომ მოვიყვანოთ მაგალითად გაია ან გრიმალდო მთლად მაგარი იქნება, ალბასაც კონკურენტი ეყოლება და პოტენციური ჩამნაცვლებელი

  • cruyff9
    schedule 16 ივლ 2022, 02:01

    ციტატა: EL MAESTRO 6
    კარგია, შემდეგი კუნდე უნდა იყოს თან სასწრაფოდ სანამ ჩელსიმ აგვახია


    შემდეგ აზპი,,ფრენკის გაშვება რაც შეილება მაალე და ბერნარდოს მოყვანა,,,აუ რა გუნდი შეიკვრება ბიჭებოო

  • Hyperion
    schedule 16 ივლ 2022, 01:54

    ლაპორტას და ალემანის მასტერკლასი

  • EL MAESTRO 6
    schedule 16 ივლ 2022, 01:47

    კარგია, შემდეგი კუნდე უნდა იყოს თან სასწრაფოდ სანამ ჩელსიმ აგვახია