აწ უკვე ოფიციალურად: რაფინია “ბარსელონას” ფეხბურთელია.
კატალონიური კლუბის ოფიციალური საიტის ინფორმაციით, “ლიდს იუნაიტედთან” შეთანხმება მიღწეულია. “ბარსა” ფეხბურთელის სანაცვლოდ 58 მილიონს ევროსა და პლუს, ბონუსების სახით, 8 მილიონს გადაიხდის.
ბრაზილიელი მალე ბარსელონაში ჩამოვა, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს.
რაფაელ დიას ბელოლი, იგივე “რაფინია”, 1996 წლის 14 დეკემბერს, პორტო ალეგრეში დაიბადა. ის გარემარბია, რომელიც მეტოქესთან ერთი-ერთზე შესანიშნავად მოქმედების და მცველის მოტყუებაზე მიდის.
25 წლის ფეხბურთელის პირველი ევროპული გუნდი გიმარაეშის “ვიტორია” იყო, საიდანაც იგი 6.5 მილიონად ლისაბონის “სპორტინგში” გადავიდა. პორტუგალიური ვოიაჟის შემდეგ, რაფინია საფრანგეთში გადაბარგდა და 21 მილიონად “რენმა” შეიძინა.
ლიგა 1-ში წარმატებული ერთი სეზონის შემდეგ, ბრაზილიელმა, “ლიდს იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, მარსელო ბიელსას ყურადღება მიიქცია და ნიჭიერმა მოთამაშემ პრემიერ ლიგას მიაშურა. არგენტინელი სპეციალისტის ხელში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში რაფინიამ მონაწილეობა 30 მატჩში მიიღო, 6 გოლი გაიტანა და 9 ასისტი მიითვალა. შემდეგ სეზონში, როცა “ლიდსი” გადარჩენისთვის იბრძოდა, ახალგაზრდა შემტევმა აქტივში 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა ჩაიწერა და გუნდს ინგლისის ჩემპიონატში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარა.
გილოცავთ
სათრევად დემბოს კიარა და კაცმა არცერთი მოთამაშის მარტოდ ნათრევი გუნდი არ უნდა ისურვოს. "გუნდურ" გუნდს რა ჯობია?! და თამაშში რო 3 ასისტს დადებ კრაის მცველიან ნახ მცველიან და მსაჯიანად ააწიოკებ სასარგებლოა გუნდისთვისაც და იქ მისული მაყურებლებისთვისაც. იმბეცილია თუ ბაცილაა დემბო დემბოა რა
ბევრი პროფესორი რო ხართ რონალდინიო საიდან მოიყვანეს იცით? ( ნუ რონალდიონიო ვინარის თუ არიცით დაგუგლეთ ) პსჟ_დან ოღონდ ეხლანდელი პსჟ არ გეგონოთ მაშინ პსჟ ერთი ერთი ჩვეულებრივი გუნდი იყო მონაკო და ლიონი სადაც დაიჭერდნენ სახეს ახევდნენ მარა რა შედეგი დადო თუ არიცით დაგუგლეთ და ნახავთ ან თუ გაგიგიათ ლუდოვიკ ჟიული ფეხბურთელი რომელიც ბარსაში თამაშბდა დიახ მონაკოდან მოიყვანეს დიდად ვარსკვლავები არ მოუწყვეტია ბარსაში მარა ძირითადის ფეხბურთელი იყო რონალდინიოს დროინდელ ბარსაში და ჯერ მარტო ნახევარფინალში მილანის კარში გატანილი გოლი რად ღირდა ან თუ იცით ია ია ტურე რომელიც საერთოდ დონეცკის შახტარში თამაშბდა და ბოლოს ბარსელონას ხერხემალი გამოდგა და ჩემპიონთა ლიგის ფინალი დაცის ცენტრშიც კი ითამაშა პეპის დროინდელ ბარსაში მარა არიცით იმიტომ რომ ბევრის გონება მესის და რონალდოს იქით ვერ ცდება
რო იძახით დემბელე დემბელეო და რაფინიას 11 გოლი არაფერიაო უკაცრავად და დემბელეს 5 წლის თუ 4 წლის მანძილზე რამდენი გოლი აქვს ბარსას მაისურით გატანილი? სხვა თუ არაფერი დემბელეზე ტექნიკური მაინც არის და არც კაცის მოტყუების პრობლემა აქვს
ფატის კიდე უფრთხილდებიან არამგონია წელსვე ყველა თამაში ძირითადში იყოს ხშირად თუ მოძლიერდა ყველა შემტევი დააფრინდეს ფატის ვინც ბარსაში იქნება ვინც მოვა კიდე
მაგ აზრზე ვარ მე კიდე👍