workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას ჟიულ კუნდესთან შეთანხმება აქვს

ბარსელონას ჟიულ კუნდესთან შეთანხმება აქვს

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსელონამ” ჟიულ კუნდესთან პირადი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა.

ახლა გარიგება კლუბს შორის უნდა შედგეს. წყაროს ცნობით, “ბარსა” და “სევილია” ტრანსფერში ფეხბურთელის ჩართვის საკითხს განიხილავენ, ყველაზე ხშირად კი მემფის დეპაი და სერჟინიო დესტი ახსენეს.

ანდალუსიურ კლუბს ორივე მოთამაშე მოსწონს, მაგრამ პრობლემას მათი ანაზღაურება წარმოადგენს.

ადრე გავრცელებული ცნობებით, “ბლაუგრანამ” “სევილიას” ფრანგი მცველის სანაცვლოდ, შესაძლოა, 35-40 მილიონი ევრო და ერთი ფეხბურთელი დაუთმოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (6)

  • EL MAESTRO 6
    schedule 13 ივლ 2022, 15:56

    დეპაის + 35 მილიონი იდეალური იქნება, დეპაის არამგონია იმაზე მეტი ჰქონდეს ვიდრე კუნდეს აქვს ხელფასი, თან დეპაი მაგათთვის ზედგამოჭრილია, ბარსას დონის არაა რა, კუნდე კი დაცვის პრობლემას სერიოზულად მოგვიგვარებს

  • nika 54
    schedule 13 ივლ 2022, 15:37

    რა ანაზღაურების ეშინია სევილიას? ამათ ხო ყველას შემცირებული აქვთ ხელფასი, დეპაის ხელფასს თუ ვერ იხდიან აბა კუნდე უფასოდ თამაშობს მაგათთან?

  • DesmondHume
    schedule 13 ივლ 2022, 15:36

    დეპაისთვის კაი ვარიანტი უნდა იყოს, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე კლუბის ლიდერი შეუძლია გახდეს, იმედია ხელფასის ამბავი მოგვარდება, 30-40 მილიონს + დეპაი იდეალური ვარიანტი იქნება

  • M10 S9 D11
    schedule 13 ივლ 2022, 15:32

    მოკლედ ესეც ჩვენია დაგვრჩა ლევანდოვსკი და ალბას კაი შემცვლელი და ეგაა

  • shu1987
    schedule 13 ივლ 2022, 14:50

    35 და დეპაი მეტი რაუნდათ ტოო

  • cruyff9
    schedule 13 ივლ 2022, 14:50

    ციტატა: Griezzy7
    დეპაი არდათანხმდება სევილიაში თამაშს თან ცოდოა მაგისთვის. დესტი კიდე როწავიდეს მერე ფლანგზე რას ვშვებით? აზპილიკუეტა ან მოვა ან არა და რომც მოვიდეს სკამზე ხოუნდა ვინმე. რობერტო დაცვაში საშინელებაა, თუ ათამაშებ მაშინ ნახევარში უნდა ათამაშო


    და რატო არ დათანხმდება?!)))))სევილია მისთვის ზედგამოჭრილი კლუბია