workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფაბრიციო რომანო ადასტურებს: რაფინია ბარსელონას ფეხბურთელია

ფაბრიციო რომანო ადასტურებს: რაფინია ბარსელონას ფეხბურთელია

ფაბრიციო რომანო ადასტურებს: რაფინია “ბარსელონას” ფეხბურთელია.

დღეს, “ბარსასა” და “ლიდს იუნაიტედს” შორის სრული შეთანხმება შედგა – ინგლისურმა კლუბმა კატალონიელთა შეთავაზება მიიღო: “ლურჯ-ბროწეულისფერები” ბრაზილიელის სანაცვლოდ ფიქსირებულ 58 მილიონ ევროს გადაიხდიან, რომელიც, ბონუსებით, 67 მილიონამდე მიაღწევს. 

თებერვლის შემდეგ რაფინია მხოლოდ “ბარსელონაზე” ფიქრობდა და საწადელს მიაღწია – ის “ბლაუგრანასთან” 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ამჟამად, ხელშეკრულებისთვის საჭირო დოკუმენტები მზადდება.

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ “ლიდსსა” და “ჩელსის” შეთანხმება ჰქონდათ, ყველაფერი ფეხბურთელის სურვილმა გადაწყვიტა. რაფინია, სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტზე ხელის მოსაწერად, ბარსელონაში გამგზავრებას უკვე გეგმავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (10)

  • MSN G.O.A.T
    schedule 13 ივლ 2022, 01:48

    შენი მოსახელე ბრაზილიელივით სი*ი არ ყოფილიყავ <3

  • EL MAESTRO 6
    schedule 13 ივლ 2022, 01:26

    მე მომწონს ეს ტრანსფერი და წარმატებები,ბევრი კრიტიკოსი დაგედუმებიას აბა, ბრაზილიელი რომ გყავს ფლანგზე მაინც სულ სხვაა

  • katalomia
    schedule 13 ივლ 2022, 00:45

    მოდი ჯიგარო მოდი. წარმატებულად დაგედგას ფეხი ბარსელონაში.
    კლასნია ნაღდად, ბარსაში უფრო კლასნი იქნება და ხავის ხელში ხო საერთოდ.
    კესი ხო ძაან ტესლა ტრანსფერი არის კიდე. რავი შეკვრას უსურვებ გუნდურად ოჯახად და დალშე ლუბოი გუნდი მოვიდეს ამაზე და მოვლენ მადაზე.

  • shu1987
    schedule 13 ივლ 2022, 00:38

    ბრაზილიელია და რამეს აზრიანს გააკეთებს შეტევაში ბევრი არაპროფესიონალიაგან განსხვავებით არაა გულავს გადაყოლილი თავმდაბალი და პროფესიონალია აუცილებლად იტყვის თავის სიტყვას

  • La Pulga10
    schedule 13 ივლ 2022, 00:37

    ციტატა: Griezzy7
    არ გვინდა მაინცდამაინც ეს გოლები და ასისტები მთავარიაა გამწვავებაზე წავიდეს ხოლმე, დავიღალე ამ უაზრო ბურთის გორაობით მარცხნიდან მარჯვნივ და პირიქით. იმედია კესი და პედრიც ხშირად დაარტყამენ კარში.


    კი პედრიმ დაიწყო უკვე დაბაბანებები და უფრო გაბედული გახდა,გამწვავებაზე მიდის და შედევრების შექმნაც გამოსდის.ამ სეზონში ძაან დონე უნდა დადოს წესით,აი ხმა,რომ ვეღარ ამოიღონ კრიტიკოსებმა.კესი კიდე ძაამ კაი ფეხბურთელია,ძალიან მშრომელია და თავიდანვე გამოჩნდება ეგ.

  • Fc Barca Batumi
    schedule 13 ივლ 2022, 00:11

    წარმატება! barca-1 barca-1 barca-1

  • Moriba
    schedule 12 ივლ 2022, 23:56

    ვინისიუს თუ ეშველა ამას რატო არ ეშველება?

  • MSN G.O.A.T
    schedule 12 ივლ 2022, 23:51

    ბრაზილიური სისხლი კიგვაკლდა ისე

  • gio-rakitich
    schedule 12 ივლ 2022, 23:35

    ციტატა: xavi73
    წარმატებები, ბევრი მოლოდინი ვიზეც გვქონდა არ გაამართლა და ვნახოთ იქნებ ამან გაამართლოს^^ ბრაზილიელი უნდა იყოს გუნდში მაინც.დ


    აუ უეჭველი რაა ბრაზილიელი მაინც სხვა თემაა შეტევაში

  • xavi73
    schedule 12 ივლ 2022, 23:31

    წარმატებები, ბევრი მოლოდინი ვიზეც გვქონდა არ გაამართლა და ვნახოთ იქნებ ამან გაამართლოს^^ ბრაზილიელი უნდა იყოს გუნდში მაინც.დ