ივან სან ანტონიოს ცნობით, რობერტ ლევანდოვსკი “ბარსელონას” უახლოვდება – ფეხბურთელის გარემოცვა დარწმუნებულია, რომ ტრანსფერი ამ კვირაში დაიხურება.
წყაროს ინფორმაციით, ამ მომენტისთვის, პოლონელი თავდამსხმელი “ბარსაში” გადასვლასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს – “ბაიერნი” მზადაა, იგი 50 მილიონ ევროდ (გერმანელებს ეს თანხა ფიქსირებულად სურთ) დათმოს.
ბოლო საათებში რაღაცები შეიცვალა, რამაც ტრანსფერი კიდევ უფრო რეალური გახადა. რობერტთან დაახლოებული პირები ახლა ბევრად ოპტიმისტურად არიან განწყობილნი.
მატეუშ ბორეკის თანახმად, შეთავაზება, რომელზეც ჟოან ლაპორტა ანდრეას კრისტენსენის პრესკონფერენციის დროს საუბრობდა, უკვე გაგზავნილია – ფიქსირებული 50 მილიონი ევრო.
პოლონელი ხვალ ვარჯიშს დაუბრუნდება, 2-3 დღეში კი შეხვედრას მოაწყობს და თავის ამჟამინდელ თანაგუნდელებს დაემშვიდობება. ახლა, ფეხბურთელი მიუნხენშია, მაგრამ, აღსანიშნავია, რომ მისი ცოლი – ანა ლევანდოვსკა ესპანეთში დარჩა.
აღნიშნულ ცნობებს Mundo Deportivo-ც ადასტურებს და იუწყება, რომ გარიგების ამ კვირაში დასრულების კატალონიურ კლუბშიც სჯერათ.
როგორც BILD წერს, “ბაიერნში” ყველას მიაჩნია, რომ ლევანდოვსკიმ კლუბი უკვე დატოვა. გერმანული გუნდის თავკაცმა იულიან ნაგელსმანმა და მოთამაშეებმა არ იციან, მას როგორ დახვდნენ. რობერტს “რეკორდმაისტერთან” დაპირისპირება არ სურს და იმედოვნებს, რომ “ბლაუგრანა” მის შეძენას რამდენიმე დღეში შეძლებს.
ლევანდოვსკი “ბარსელონასთან” 3+1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.




მთავარია რომ გაამართლებს მასში გადახდილ 50 მილიონს..
მართლა გერმანელები არიან რა. მანე 30-ად დაითრიეს და მაგაზე უფროსში 50 ფეხს არ უცვლიან.
ხო 50 მილიონი ლევანდოვსკიშია მართლაც სასაცილო, რაფინიას 70 მილიონი კი უკვე სატირელია.
ეს 34 წლის მირჩევნია სამ 25 წლოს ფერნანისნაირს, 98.99 % საგოლე მომენტებს იყენებს კაცი, ასაკი რას უშლის თუ გოლები გააქვს…
ერთ ერთი ყველაზე დედის მსერავი ტრანსფერი იქნება ბოლო 7-8 წლის განმავლობაში
ლევანა ამ ეტაპზე 50 რეალურია, ტიპი გოლების მანქანაა და კიდევ 3-4 წელი ბევრს დადებს! მომდევნო სეზონში ლევანას გოლების კოკისპირული ამინდებია ნავარაუდები
ლევანა ამ ეტაპზე 50 რეალურია, ტიპი გოლების მანქანაა და კიდევ 3-4 წელი ბევრზე უკეთ შედეგებს დადებს! მომდევნო სეზონში ლევანას გოლების კოკისპირული ამინდებია ნავარაუდები!!!

viska barsa visca catalunya
ტოტენჰემმა არაო არ აპირებენ გაყიდვას
მადლობა ეგ აღარ მინახავს :)) ეტყობა ახალი ამბავია
კარგიააა აწი ლევანა რეალის და ბავარიას კარები ამოგევსოს ლიგაზე ❤️🔥რაფინიას რო ყიდულობენ მემგონჯ 3 ნაწილად გაიყოფა ანუ კიდე ლომბარდის პონტს აკეთებენ🤣
Bakero,
ტოტენჰემმა არაო არ აპირებენ გაყიდვას
ალბათ სიმართლეა ეს ამბავი პარალელურად იწერება რომ ბაიერნი ჰარი კეინთან აწარმოებს მოლაპარაკებასო
ძაან ბევრს გვახვევენ, 50 მილიონი 34 წლის ფეხბურთელში ბევრია. რაფინიაში 70 მილიონი ვაბშე სასაცილოა.
https://twitter.com/i/status/1546569304845475843
კიდე კარგი ეს რო არ მოათრიეს 😂
იფ იფ გოლების სუნი მცემს…
მოდიიი ლევან მოდი
დავააააი
მალე გააოფიციალურეთ რა…
ბარსას თუ უახლოვდება, წელს აპა ბაირნის კარებს ხშირად მიუახლოვდება.
სან ანტონიო არა გოლდენ სთეით ვორიორსი😄🙈
რამდენჯერ მოუახლოვდა ეს ჩემისა 🤣🤣
პირდაპირ 50 ვიიხდით თუ 40 და ბონუსები?