workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესი: ბარსელონას ლეგენდები აღარ აინტერესებს

დანი ალვესი: ბარსელონას ლეგენდები აღარ აინტერესებს

“ბარსელონას” ლეგენდარული ფეხბურთელი, დანი ალვესი აცხადებს, რომ კლუბმა აწყენინა.

გუნდიდან ბედნიერი წამოვედი, რადგან დაბრუნების საშუალება მომეცა. ვოცნებობდი, რომ “ბარსაში” მეორედ მივსულიყავი და ამას 5 წელი ველოდებოდი. ერთადერთი რამ, რაც არ მომეწონა, ჩემი წასვლის ფორმა იყო.

როცა დავბრუნდი, გარკვევით ვთქვი, რომ 20 წლის ბიჭი აღარ ვიყავი და მსურდა, ჩემთან ყველა პირდაპირი ყოფილიყო. მაგრამ, ბოლო წლებში კლუბმა ბევრი შესცოდა – “ბარსელონა” ლეგენდებზე, ადამიანებზე, რომლებმაც აქ ისტორია შექმნეს, აღარ ღელავს.

როგორც კულეს, მინდა, “ბარსა” სხვანაირად მოიქცეს. მხოლოდ ჩემს თავზე არ ვსაუბრობ, რადგან ეს განსხვავებული სიტუაცია იყო. ჩავისა და პრეზიდენტის მადლობელი ვარ, რომ დამაბრუნეს.

გუნდში ახალგაზრდები არიან, რომლებსაც საოცარი იდეები აქვთ, მაგრამ “ბლაუგრანამ” მოედნის მიღმა არსებული ვითარება უნდა გამოასწოროს. წინა წლებთან შედარებით, მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებული დამხვდა. ყველაფერს, რაც მოედანზე ხდება, მის მიღმა მიმდინარე მოვლენები განაპირობებს.

ვგულშემატკივრობ, რომ “ბარსელონა” მწვერვალზე დაბრუნდეს, მაგრამ ეს ძალიან რთულია. ფეხბურთი უფრო დაბალანსებული და კოლექტიური გახდა, რაც კატალონიელებს აკლიათ.

– ციტირებს ბრაზილიელი ლეგენდის სიტყვებს The Guardian.

39 წლის მარჯვენა მცველმა “ბარსელონაში” გასული სეზონის მეორე ნახევარი გაატარა. დანის კლუბში დარჩენა, მინიმუმ, მსოფლიო ჩემპიონატამდე სურდა, მაგრამ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (10)

  • me da barca
    schedule 12 ივლ 2022, 15:02
    #10

    ატრაკებ ახლა.

  • nika 54
    schedule 12 ივლ 2022, 12:22
    #9

    ლეგენდებს პატივი უნდა სცე და ამას არ უნდა ბევრი ლაპარაკი, მაგრამ რო ვეღარ ქაჩავ და შენი პირადი ინტერესის გამო გინდა დარჩენა არც ეს არის სწორი მიდგომა. ხო ვერ იტყვის რო გინდა ჩავი გინდა ინიესტა ამაზე დაბალ დონის მოთამაშეები იყვნენ როცა თვითონვე მიხვდნენ წასვლის დრო მოსულაო.

  • shu1987
    schedule 12 ივლ 2022, 08:13
    #8

    დანი 100% ხარ, თუმცა ზოგი ლეგენდად რომ მოაქვს თავი უნდა ხვდებოდეს როდის წავიდეს და ხვდებოდეს წურბელასავით მარტო ფულს რომ წოვენ შეეშვან ან სათანადოდ ითამაშონ, ლეგენდა ვინც იყო და მართლა სათანადოდ გაცილებას იმსახურებდა ის არ გააცილეს და ირიბად რას მიანიშნე გაგეცილებინეთო 😃

  • ozbeta
    schedule 12 ივლ 2022, 03:02
    #7

    ლეგენდებმაც უნდა გააცნობიერონ რომ კლუბი უფრო მეტია ვდრე ნებისმიერი ლეგენდა, იმის გამო რომ როდისღაც კარგი იყო არ ნიშნავს რომ კლუბმა მომავალზე არ უნდა იფიქროს. ყველას გვეწყინა დანის წასვლა მაგრამ ეს თავიდანვე ვიცოდით დრომ დროებით ბრუნდებოდა

  • EL MAESTRO 6
    schedule 11 ივლ 2022, 21:37
    #6

    ერთის მხრივ მართალიცაა და მეორეს მხრივ ცდები დანი, გუნდის ლეგენდა რომ ხარ სანამ თამაში შეგიძლია ითამაშე, მერე კი ინებე და წადი შენი ფეხით, მაგრამ აქ ბოლო ამოსუნქვამდე თამაშობენ რომ არ შეეძლოთ, როცა ასაკში შედიხარ მერე გზა ახალგაზრდებს უნდა დაუთმო, ფაბრეგასი მოვიყვანეთ ჩავის შემცვლელად მაგრამ ყველგან ითამაშა თავისი პოზიციის გარდა,რადგან ჩავი წასვლას არ აპირებდა, საბოლოოდ ვერ გამოვიყენეთ ფაბრეგასი არადა ვისზე ნაკლები იქნებოდა, მერე ჩელსიში კი იფრინა, ბუსკეციც ნელ ნელა სკამზე უნდა გადასული კარგა ხანია მაგრამ ჯერ კიდევ ყველა თამაშს თამაშობს, მერე ეს ბებრები მიდიან და შემცვლელებს ვეღარ ვპოულობთ, აი ასეთია ბარსა და კიდე ჩვენ არ ვაფასებთ ლეგენდებს? ბოლო ამოსუნთქვამდე ძირითადში ვათამაშებთ

  • VanillaSoul
    schedule 11 ივლ 2022, 20:26
    #5

    ციტატა: Davita
    ზუსტადაც ბარსელონა უკვე საღლევეთად იქცა, დანი კიარა მესი გააგდეს გუნდიდან ლეგენდების ლეგენდა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა მოისროლეს გუნდიდან,იმედი მქონდა ლაპორტა შეცვლიდა სიტუაციას მაგრამ პირიქით უკან წავიდა ყველაფერი, იგივე და უარესი შეცდომებია, ფულის უაზრო ფლანგვა, ლეგენდეპის უპატივცემულობა, უაზრო ტრანსფერები. სილვა თუ დაითრიეს და კუნდე კიდე ვიტყვი რომ ორი ტოპ იგროკი მოიყვანესთქო მარა რავიცი დემბელე ტორესი და რაფინოა თუშეგვჩა ხელში ლიგაზე ოცნებაც ზედმეტია მარა კლასიკოში რეალს მაინც უნდა ჩაუდოთ სულ რო პენია გვყავდეს კარში და დემბელე ფორვარდათ


    რატო არ გესმის შენ მეგობარო რო შეუძლებელი იყო მესის დარჩენა???? ვსიო დაივიწყე წარსულია უკვე მესი…

  • .Gladiator.
    schedule 11 ივლ 2022, 18:49
    #4

    არ უნდა აინტერესებდეს მარა სამწუხაროდ აინტერესებს
    თამაშებს ფეხბურთელები იგებენ და არა ლეგენდის სტატუსი
    სამწუხაროდ ბარსელონაში ეგ არ ესმით

  • Dani alves
    schedule 11 ივლ 2022, 18:46
    #3

    ლაპომ პერესის იდეოლოგიას მიაწვა

  • Davita
    schedule 11 ივლ 2022, 18:41
    #2

    ზუსტადაც ბარსელონა უკვე საღლევეთად იქცა, დანი კიარა მესი გააგდეს გუნდიდან ლეგენდების ლეგენდა და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა მოისროლეს გუნდიდან,იმედი მქონდა ლაპორტა შეცვლიდა სიტუაციას მაგრამ პირიქით უკან წავიდა ყველაფერი, იგივე და უარესი შეცდომებია, ფულის უაზრო ფლანგვა, ლეგენდეპის უპატივცემულობა, უაზრო ტრანსფერები. სილვა თუ დაითრიეს და კუნდე კიდე ვიტყვი რომ ორი ტოპ იგროკი მოიყვანესთქო მარა რავიცი დემბელე ტორესი და რაფინოა თუშეგვჩა ხელში ლიგაზე ოცნებაც ზედმეტია მარა კლასიკოში რეალს მაინც უნდა ჩაუდოთ სულ რო პენია გვყავდეს კარში და დემბელე ფორვარდათ

  • NEYBarca
    schedule 11 ივლ 2022, 18:22
    #1

    ააახლა ატრაკებ უკვე 🙂