workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
უსმან დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა

უსმან დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ძალიან ახლოსაა

“ბარსელონა” და უსმან დემბელე ახალი კონტრაქტის თაობაზე შეთანხმებას უახლოვდებიან. 

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მხარეებს მოსაგვარებელი მხოლოდ მცირე დეტალები დარჩათ, მაგრამ ყველაფერი “ბარსაზეა” დამოკიდებული – საბოლოო სიტყვა კლუბს უფრო ეკუთვნის, ვიდრე ფრანგ შემტევს. 

დემბელე “ლურჯ-ბროწეულისფერთა” გადაწყვეტილებას ელის. კატალონიელები რაფინიას ტრანსფერზე მუშაობასაც განაგრძობენ.

ამ ცნობებს Sport-იც ადასტურებს და დასძენს, რომ უსმანის ხელშეკრულებას 2 წლით გაახანგრძლივებს. კლუბს სურს, ეს საკითხი ამერიკაში გამგზავრებამდე გადაწყდეს.

RMC Sport-ის თანახმად, მატეუ ალემანი გადაწყვეტს, დემბელე დარჩება თუ არა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (22)

  • ChuxrELia
    schedule 09 ივლ 2022, 22:07

    ისე ტიპი რა დებილია, ლაპორტამ აშკარად აჭამა ამას და ამის აგენტს, პირველი შეთავაზება, სუ პირველი რაც ლაპომ გაუკეთა საკმაოდ ნორმალური იყო ამ კალიბრის ფეხბურთელისთვის, მაგრამ ძაან გაღორდნენ და წკაპანი გაადენინა ბარსამ ბოლო შეთავაზებაზე. ამის დატოვება ამ პირობებით რაც ბოლო შეთავაზებაა ნაღდად ღირს 😶 რაც არ უნდა ფსიქოდელიურად ჟღერდეს

  • nikusha
    schedule 09 ივლ 2022, 20:03

    დემბელეს მაქს ხელფასი 6 მლნ უნდა იყოს