“ბარსელონასა” და “რეალ სოსიედადის” მწვრთნელები შაბათს ერთმანეთს პირველად დაუპირისპირდებიან. ორივე მათგანი ლიგაში მეორე გამარჯვებისთვის იბრძოლებს.
შაბათს, ესპანეთის დროით 6 საათზე “ბარსელონა” იმ სტადიონს ეწვევა, სადაც წინა სეზონში მარცხი განიცადა (1:2). პეპ გვარდიოლა და ფილიპე მონტანიერი ერთმანეთის პირისპირ მწვრთნელების რანგში პირველად წარსდგებიან.
მონტანიერი საფრანგეთის ქალაქ ვერნონში დაიბადა. ფრანგული კლუბის გაწვრთნის შემდეგ იგი “რეალ სოსიედადის” სათავეში მოვიდა და ესპანეთის ლიგას შეუერთდა. 46 წლის მენეჯერი ადრე “ბოლონიის” მწვრთნელი გახლდათ, ხუთი სეზონის განმავლობაში.
მონტანიერის დებიუტი ესპანეთის ლიგაში საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მისი გუნდი “სპორტინგს” ესტუმრა და სასურველი სამი ქულა მოიპოვა. აგირეტჩემ 2 გოლის გატანა მოახერხა. საბოლოოდ თამაში დასრულდა ანგარიშით 1:2.



