ახლახან “ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ანდრეას კრისტენსენი კატალონიურ გრანდში ითამაშებს.
დანიელი მცველი “ბარსას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შემოუერთდა. ფეხბურთელი კლუბთან კონტრაქტს 2026 წლამდე გააფორმებს, მისი გამოსასყიდი თანხა კი 500 მილიონი ევრო იქნება.
კრისტენსენის პრეზენტაცია 7 ივლისს გაიმართება. განრიგი შემდეგნაირად გამოიყურება:
14:00 | კონტრაქტის გაფორმება სიუტატ ესპორტივაზე.
14:30 | პრეზენტაცია ტიტო ვილანოვას სახელობის სტადიონზე პუბლიკის თვალწინ, შემდეგ კი ფოტოსესია 2022-23 წლების სეზონის ახალი ფორმით.
15:15 | პრესკონფერენცია სიუტატ ესპორტივაზე.
პრეზენტაციის ხილვა Barça TV-ზე იქნება შესაძლებელი.
Signed! ✅ pic.twitter.com/AoP9JTjwC5
— FC Barcelona (@FCBarcelona) July 4, 2022
მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე, კრისტენსენი “ბლაუგრანას” მეორე შენაძენია. დღეს კატალონიურმა კლუბმა ფრანკ კესიეს ტრანსფერიც დაადასტურა.




გილოცავთ! უფასოდ მშვენიერი ტრანსფერია
რატომღაც დარწმუნებული ვარ მის მოყვანაში, ეგ რო ატლეტიკოს ან ბაიერნის ფეხბურთელი იყოს მაშინ კი ბატონო გაჭირდებოდა, ეგ გუნდები ხო ჩვენს გასამწარებლად არიან ამ ქვეყანაზე.
მოდი დაველოდოთ სატრანსფერო ფანჯრის დახურვას, ოქეი? :დდდდდდ ძალიან მიჭირს იმის დაჯერება უკვე რო ბარსას გულშემატკივარი ხარ, რამდენიმე ისეთი კომენტარი შემხვდა, ამის ჩათვლით…
სკეპტიციზმი მესმის, ჯანსაღი კრიტიკაც, მაგრამ არცერთს არ გავს შენი კომენტარები ჩემთვის.
არა, კუნდე ჩავის პრიორიტეტია მცველებს შორის. ამ ტრანსფერთან საერთო არ აქვს.
მაშინ კრისტენსენი ზამენისთვის მოიყვანეს ეგრე გამოდის აბა არაუხო დღეს ყველა მცველს მირჩევნია და მაგას ვერავინ ამოაგდებს სასტარტოდან
3 მცველიანს აპირებს ხავი ეს 6 თვე როტაციები ჰქონდა რა გამოვიდოდა და მომავალი სეზონიდანო 3 მცველიანს აპირებსო
არაუხოს რატო თვლით ხელშეუხებლად ან რა კრიტერიუმებით გირჩევნიათ ყველას? როცა პიკეს გვერდით თამაშობდა კი იყო კედელივით მაგრამ პიკეს გარეშე გარსიას და ლენგლეს ცოტათი ჯობდა ალბათ.
ლევანდოვსკიზე არაფერი არ მიჩუმებულა და მიყუჩებულა. 50 მილიონზე შეთანხმდებიან დიდი ალბათობით. კუნდეს ამბავი თუ არ გამოვა არაუშავს არის ალტერნატივაც კულიბალის სახით.
ფასი იმიტომ გაიზარდა, რომ უფრო მეტი ფული ტრიალებს. ბიზნესია ჩვეულებრივი ფეხბურთიც და სანამ ბევრი ფული ტრიალებს, მანამდე იქნება გაბერილი ფასები. რაც მეტია მოთხოვნა, მით მეტი ფულია, რაც მეტი ფულია, მით უფრო მეტს ითხოვს ფეხბურთელი ხელფასის სახით. ასევეა ტრანსფერების ფასებშიც, რაც მეტი ფული ტრიალებს მით უფრო მეტს მოითხოვს ნებისმიერი კლუბი საკუთარ ფეხბურთელში. არანაირად არ გაანადგურებს ეგ ამბავი ფეხბურთს დამიჯერე. სხვა საკითხია რამდენად ღირს მაგ ფეხბურთელებში მაგდენის გადახდა, მაგრამ როდესაც გჭირდება ფეხბურთელი სხვა გზა არ გაქვს, თუ გაქვს იხდი, თუ არადა რჩები ხახამშრალი.
წარმოუდგენელად გაიზარდა ფეხბურთელების ფასი. თუ რამე მოუღებს ბოლოს თანამედროვე ფეხბურთს ალბათ ეგ იქნება
ლენგლე უმტიტი წავიდოდეს ნეტაა
ძაანაც კარგი, მაღალი დონის მცველია კრისტენსენი და ეს ბევრჯერ დაუმტკიცებია, მე რაღაც მხრივ მგონია რომ კუნდეს მოყვანით 3 მცველიანი ტაქტიკით მოსინჯავს ჩავი, რაღაც მხრივ მგონია რომ ეგ ტაქტიკა გაამართლებს
ვამოოს, გილოცავთ
ლევა, კუნდე, რაფინია… საჭიროების შემთხვევაში ბერნარდუ და ეგაა 
კუნდეს მარჯვენა მცველად თამაშიც შეუძლია, გაითვალისწინეთ ეგეც. შეიძლება სამ მცველიან ტაქტიკაში მარჯვენა ცენტრალურ მცველად გამოყენებაც. გააჩნია ჩავი რას გადაწყვეტს.
ვარიანტი 1:
———-არაუხო—–კრისტენსენი——–
კუნდე———————————-ალბა
ვარიანტი 2:
———კუნდე——–არაუხო————–
დესტი———————————ალბა
ვარიანტი 3:
კუნდე——–არაუხო——-კრისტენსენი
წარმატებები კრისტენსენს იმედია გაამართლებს
ლენგლე და უმტიტი out, კრისტი და კუნდე in. პიანიჩი და პუჩი უნდა გასხვისდეს ნახევარდაცვიდან და შეტევიდან ბრაიტაა წასასვლელი. თუ ვითრიეთ ლევანა მაშინ მაგას პლიუს ობა და მემფისი ბევრია წინ შეტევაში, დიდი ალბათობით მემფისის გაყოდვა მოგვიწევს. ბოლო ფუფუნება იქნება თუ ბერნარდუ დავითრიეთ ისე რომ ფრენკიც შეგვრჩეს, მაგრამ რადგან მაგის შანსი ნაკლებია ჩავი გადაწყვეტს რამდენად ღირს ფრენკის გაყიდვა და ბერნარდუს მოყვანა.
შემდეგი გაჩერებ ლევანდოსვკი
არა, კუნდე ჩავის პრიორიტეტია მცველებს შორის. ამ ტრანსფერთან საერთო არ აქვს.
მაშინ კრისტენსენი ზამენისთვის მოიყვანეს ეგრე გამოდის აბა არაუხო დღეს ყველა მცველს მირჩევნია და მაგას ვერავინ ამოაგდებს სასტარტოდან
კი, არაუხო-კუნდე იქნება სასტარტო.
არა, კუნდე ჩავის პრიორიტეტია მცველებს შორის. ამ ტრანსფერთან საერთო არ აქვს.
მაშინ კრისტენსენი ზამენისთვის მოიყვანეს ეგრე გამოდის აბა არაუხო დღეს ყველა მცველს მირჩევნია და მაგას ვერავინ ამოაგდებს სასტარტოდან
cezo45,
კუნდეც მოყავთ 👍
არა, კუნდე ჩავის პრიორიტეტია მცველებს შორის. ამ ტრანსფერთან საერთო არ აქვს.
ანუ კუანდე გავმაზეთ?