workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა გუნდში მემფის დეპაის ადგილს ვერ ხედავს

ბარსელონა გუნდში მემფის დეპაის ადგილს ვერ ხედავს

“ბარსელონაში” მემფის დეპაის მომავალი, ჯერჯერობით, გაურკვეველია. ფეხბურთელს დარჩენა სურს, მაგრამ კლუბი არც მის გაყიდვას გამორიცხავს და არც კონტრაქტის გახანგრძლივებას.

Mundo Deportivo-ს ჟურნალისტის, როჟერ ტორელიოს ინფორმაციით, თუ “ბარსა” უსმან დემბელესთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს და პლუს რაფინიას შეიძენს (უდიდესი ალბათობით, ასეც იქნება), მემფისის სურვილის მიუხედავად, გუნდში ნიდერლანდელი შემტევის ადგილი აღარ დარჩება.

ამასთან, კატალონიური კლუბი რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე მუშაობს. პოლონელი თავდამსხმელი “ბლაუგრანამ” ოფიციალურად, შესაძლოა, ამ კვირაში იყიდოს, ისევე, როგორც რაფინია, და მალევე იგეგმება დემბელეს კონტრაქტის გახანგრძლივებაც.

თავად დეპაის განცხადებით, ის “ბარსასთან” ერთად პრესეზონის დაწყებას მოუთმენლად ელის და მოტივირებულია. თუ მემფისი ამ ზაფხულში არ გაიყიდება, კლუბს მისთვის ახალი ხელშეკრულების შეთავაზება მოუწევს, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მომავალ წელს მას უფასოდ დაკარგავს, ვინაიდან, მოთამაშის ამჟამინდელი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისს იწურება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (9)

  • nikusha
    schedule 05 ივლ 2022, 19:19

    არასწორედ ექცევიან მემფისს

  • nika 54
    schedule 05 ივლ 2022, 16:30

    ჩავი რატო ვერ ხედავს? მე მშვენივრად ვხედავ, საუკეთესო სათადარიგოთა სკამები აქვს კამ ნოუს, პირადად ვარ ნაჯდომი. ისეთი მოხერხებულებია რო ადგომა აღარ გინდება. ნახევარი საათი ველოდე რო ერთი ადგილი განნთავისუფლებულიყო სურათის გადასაღებად.

  • Davita
    schedule 04 ივლ 2022, 21:30

    გუნდში ყავთ ელმაზილა ტორესი და ეხვერწებიან დარჩენას დებილ დემბელეს, ამ ყველაფრის ფონზე დეპაის ადგილს როგორ ვერ ხედავენ მშვენიერი ზამენა იქნება, დანარჩენი ღლეები გაყარონ და დეპაი სკამზე გადასვან.

  • cezo45
    schedule 04 ივლ 2022, 18:04

    აუუუ კაით რაააა დემბელეს ადგილს ხედავენ ბარსაში და დეპაის ვერა? ამ ერთ სეზონში დეპაიმ იმდენი გააკეთა ბარსასთვის რაც დემბელეს არ გაუკეთებია 4 წელია

  • NEYBarca
    schedule 04 ივლ 2022, 18:01

    კრისტენსენიც გაოფიციალურდა .

  • Memphis Depay
    schedule 04 ივლ 2022, 17:57

    რაფინიას, ლევის და კუნდეს ტრანსფერების განხორციელება ეგეთი არარეალურია დავიჯერო?

  • Moriba
    schedule 04 ივლ 2022, 17:34

    ხო დემბელეს გაუხანრგძლივეთ რომელიც დიდი ხანია ბარსელონას თავზე ა@ვამს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და დეპაი გაუშვით😀

  • SHOTADEPAY9
    schedule 04 ივლ 2022, 17:32

    მიეცით 9 ნომერი ლევანდოვსკის

  • EL MAESTRO 6
    schedule 04 ივლ 2022, 17:27

    დემბელეს არ გაყხანგძლივონ და დატოვონ ეს გუნდში, არაა ცუდი იგროკი და როტაციაში გამოსადეგი იქნება, თუ გაყიდვაა კარგ ფასში მაინც გაყიდონ, 1 წლით გახანგძლივება შეგვიძლია და ნერე კარგ ფასში გაყიდვა