workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფერგიუსონი: “ბარსა” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია”

ფერგიუსონი: “ბარსა” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთელი, სერ ალექს ფერგიუსონი მიიჩნევს, რომ ისტორიაში საუკეთესო გუნდზე კამათი აზრსაა მოკლებული.

ახლანდელი “ბარსელონა”, რომელსაც ბევრი ისტორიაში საუკეთესო კლუბად მიიჩნევს, ნამდვილად შედის საუკეთესოების სიაში. თუმცა, აღნიშნულ სიაში შედის 80-90-ანი წლების “მილანიც” ბაზერისთან, ანჩელოტისთან, დონადონისთან და ჰოლანდიელებთან ერთად” – ციტირებს ფერგიუსონის ისტყვებს AP. “არ მინაჩნია, რომ ასეთ საუბრებს რაიმე აზრი ჰქონდეს. ამ კუთხით მახსენდება 70-ანი წლების ჰოლანდიური კლუბები, მიუხენის “ბავარია”, ასევე “სელტიკი”, რომელმაც 1967 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში მოუგო “ინტერს”. მაშინ შოტლანდიელების გუნდში თამაშობდა ხალხი, ვინც ერთმანეთისგან 25 კილომეტრის რადიუსში იყვნენ დაბადებულები.”

გარდა ამისა, ფერგიუსონმა კიდევ ერთხელ გამოხატა სიმპატია მადრიდის “რეალის” ამჟამინდელი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მიმართ.

ვერაფერს სასაყვედუროს ვერ ვხედავ მის ენთუზიაზმში.” – განაცხადა “წითელი ეშმაკების” მწვრთნელმა. “როცა მე ახალგაზრდა ვიყავი, მეც ასე ვიქცეოდი. ხალხს მოსწონს ასეთი ქმედებები. გულშემატკივრებს ესმით, რომ ეს ადამიანი ყოველთვის იბრძოლებს მათთვის და გუნდისთვის.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward