Sport-ისა და Mundo Deportivo-ს ცნობებით, უსმან დემბელე “ბარსელონასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.
კატალონიური პრესის ინფორმაციით, ფრანგი შემტევი ხელფასს 40%-ით შეიმცირებს, კლუბთან ახალ ხელშეკრულებას მალე გააფორმებს და “ბარსაში” 2024 წლამდე დარჩება. მხარეები ბოლო დეტალებს აგვარებენ და შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს საათებში შედგეს.
დემბელე კონტრაქტის გახანგრძლივებას ჩქარობს და “ბარსელონა” მისი პრიორიტეტია. ზემოაღნიშნული წყაროების თანახმად, უსმანი და “ბლაუგრანა” საბოლოოდ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კატალონიაში დარჩენა საუკეთესო გამოსავალია.




ისე ტიპი რა დებილია, ლაპორტამ აშკარად აჭამა ამას და ამის აგენტს, პირველი შეთავაზება, სუ პირველი რაც ლაპომ გაუკეთა საკმაოდ ნორმალური იყო ამ კალიბრის ფეხბურთელისთვის, მაგრამ ძაან გაღორდნენ და წკაპანი გაადენინა ბარსამ ბოლო შეთავაზებაზე. ამის დატოვება ამ პირობებით რაც ბოლო შეთავაზებაა ნაღდად ღირს 😶 რაც არ უნდა ფსიქოდელიურად ჟღერდეს
დემბელეს მაქს ხელფასი 6 მლნ უნდა იყოს
ის, რომ გაუხანგრძლივონ და მერე გაყიდონ კარგია, რაღაცა თანხას ამოიღებენ ამ იდიოტისგან, მაგრამ დღეს, რომ მუქთადაც არავის უნდა, იმაში ფულს ვინმე გადაიხდის? მაშინ ბარსაში უნდა იფრინოს ტრავმის გარეშე, რომ მერე ვინმეს მოუნდეს, რაც ძალიან მეეჭვება ასე მოხდეს.