workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლიდსთან შეთანხმება მიღწეულია – რაფინია ბარსელონაში გადმოდის

ლიდსთან შეთანხმება მიღწეულია – რაფინია ბარსელონაში გადმოდის

ჟერარ რომეროს ინფორმაციით, “ბარსელონამ” და “ლიდს იუნაიტედმა” შეთანხმებას მიაღწიეს.

“ლურჯ-ბროწეულისფერები” ინგლისურ კლუბს რაფინიას სანაცვლოდ 60 მილიონ ევროს, სამ ნაწილად გადაუხდიან. კატალონიურ გრანდში ბრაზილიელი შემტევის წლიური ანაზღაურება 6 მილიონი იქნება.

მიუხედავად იმისა, რომ “ჩელსისა” და “ლიდსს” 25 წლის ფეხბურთელის თაობაზე ყველაფერი შეთანხმებული ჰქონდათ და ლონდონური გუნდი ბევრად დიდ თანხას იხდიდა (თანაც, ერთბაშად), რაფინიამ და დეკუმ “ბარსელონაში” ტრანსფერისთვის ყველაფერი გააკეთეს, რადგან ეს ბრაზილიელის ოცნება იყო. ამის გამო მან “ნიუკასლ იუნაიტედის” მიერ გაკეთებული გიჟური შეთავაზებაც დაბლოკა.

წყაროს ცნობით, მხარეებს მოსაგვარებელი მხოლოდ ერთი პატარა დეტალი დარჩათ. რაფინია ბარსელონაში სახლის მოსაძებნად უკვე ემზადება.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ბავშვობიდან კულეა. მამამისს რონალდინიოსთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა და მის ოჯახს ყოველთვის სურდა, რაფინიას “ბარსაში” ეთამაშა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (23)

  • nikusha
    schedule 04 ივლ 2022, 01:00

    ნაწილ-ნაწილ ყიდვა მშვენიერია

  • nika 54
    schedule 02 ივლ 2022, 19:43

    ციტატა: La Pulga10

    ციტატა: cruyff9
    ამის მაგრად მეიმედება მეგობრებო,,,მაგარი იგროკია,,


    იმედია დებილს აჯობებს.ის იდიოტი მიდის,როგორც ჩანს.


    უბედურებაც ეგ არის, კიდევ ფიქრობს და ჩავიც ეხვეწება დარჩენას. გაგიჟდება კაცი.

  • Alien messi
    schedule 02 ივლ 2022, 17:42

    ეს ვინ იყიდეს 🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️🤦🏻‍♂️