კამპ ნოუმ PIMEC-ის დაჯილდოებას უმასპინძლა

კამპ ნოუმ PIMEC-ის დაჯილდოებას უმასპინძლა

ორშაბათს “კამპ ნოუს” მოედანზე ხალხმრავლობა იყო. “ბარსელონას” საშინაო არენამ PIMEC-ის ყოველწლიურ დაჯილდოებას უმასპინძლა.

PIMEC მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის კატალონიური გაერთიანებაა.

ღონისძიებას არაერთი მაღალჩინოსანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ ქვეყნის პირველი პირი პედრო სანჩესი, კატალონიის რეგიონული მთავრობის პრეზიდენტი პერე არაგონესი, ბარსელონას მერი ადა კოლაუ და PIMEC-ის პრეზიდენტი ანტონიო კანიეტე. “ბარსელონას” მხრიდან ღონისძიებას ჟოან ლაპორტა, რაფა იუესტე, ელენა ფორტი, ედუარდ რომეუ და მიკელ კამპსი დაესწრნენ. სულ ღონისძიება დაახლოებით 1500 სტუმარი ჰყავდა.

ეს სწორედ ის ღონისძიებაა, რომლის სურათებიც ინტერნეტში ისე გავრცელდა, თითქოს “კამპ ნოუ” ქორწილს მასპინძლობდა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (2)

  • nika 54
    30 ივნ 2022, 17:39

    კაია თუ ამისთვის იცლის ლაპორტა.

  • Moriba
    29 ივნ 2022, 18:26

    🚨 ბარსელონა მემფის დეპაის თაობაზე ყველა შეთავაზებას განიხილავს – 28 წლის ფეხბურთელს კლუბთან არსებული კონტრაქტი 2023 წელს ეწურება და მხარეები ახალ ხელშეკრულებაზე არ მუშაობენ 🇳🇱
    დემბელეს ეხვეწებიან და ამას 1 2 წლითაც კიარ უხანგრძლივებენ ბოლო ბოლო წელს ჩვენი ბომბარდირი იყო და რამოხდება რომ დატოვონ ლაპორტა დაგაფსი მაგ გასიებულ თავზე