“ბარსელონა ბ–მ” გაანადგურა კართაგენა” ანგარიშით 4–0. მთელმა გუნდმა შესანიშნავად ითამაშა, მაგრამ ყველაზე მეტად ეს მატჩი მახსოვრობაში ალეხანდრო გრიმალდოს დარჩება.
გრიმალდომ სეგუნდა დივიზიონში პირველი, სადებიუტი მატჩი ჩაატარა. იგი ყველაზე ახალგაზრდა “ბარსელონელია” ვისაც კი სეგუნდა დივიზიონში უთამაშია. 15 წელი და 349 დღე ასეთია განახლებული რეკორდი, რომელიც ალეხანდროს ეკუთვნის.
დამხობილი რეკორდი ჰარუნა ბაბანგიდას ეკუთვნოდა. 1998 წლის 22 ნოემბერს მან პირველად მიიღო სეგუნდა დივიზიონში მონაწილეობა. მისი ასაკი 16 წელი და 53 დღე იყო. საბოლოოდ მან ვერ მოახერხა პირველ გუნდში ვერცერთი მატჩის ჩატარება. ახლა ის თავისუფალი აგენტია. მისი კარიერა მოგვაგონებს იმ ახალგაზრდას ცხოვრებას, რომელიც მუდამ პოტენციურ ფეხბურთელად რჩება.
დავუბრუნდეთ გრიმალდოს. ალეხანდრო “ბარსელონაში” მეოთხე სეზონს ატარებს, რაც “ვალენსიიდან” გადმოვიდა. “ბარსელონა ბ–ს” მწვრთნელმა ეუსებიო საქრისტიანმა ახსნა, რომ ფეხბურთელი მენტალურადაც და ფიზიკურადაც ძალიან ძლიერია. ამ ოთხ სეზონში მან საკმაოდ დიდი პროგრესი განიცადა და აქვს დიდი დრო იმისათვის, რომ პირველ გუნდში ერთი ვარჯიში მაინც ჩაატაროს.
“გრიმალდომ კონტრაქტი 2008 წლის ზაფხულში “ბარსელონა ინფანტილ ა–ში” გააფორმა. იგი კატალონიაში “ვალენსიიდან” მოხვდა. იგი ყოფილ გუნდში ვინგერად თამაშობდა, თუმცა “ბლაუგრანაში” მას პოზიცია შეუცვალეს და ფლანგის მცველად აქციეს. მან სწრაფად გაიარა თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფი და მოახრხა ორი ტიტულის მოგება – ჩემპიონთა თასი და ესპანეთის თასი” – წერს “ბარსელონას” ოფიციალური საიტი.
ასე თუ ისე გრიმალდოზე საკმაოდ დიდ იმედებს ამყარებენ. იგი კვლავ პროგრესირებს და თავად ფეხბურთელსაც აქვს შანსი გახდეს იმ აღზრდილების წარმომადგენელი, რომლებიც დღეს არიან: ლეო მესი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა, სესკ ფაბრეგასი, ვიქტორ ვალდესი, კარსელ პუიოლი, სერხიო ბუსკეტსი, პედრო როდრიგესი, ტიაგო ალკანტარა და სხვ.



