workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
შესაძლოა, ლუის სუარესი რივერ პლეიტში გადავიდეს

შესაძლოა, ლუის სუარესი რივერ პლეიტში გადავიდეს

“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ლუის სუარესმა, შესაძლოა, საფეხბურთო კარიერა არგენტინაში გააგრძელოს.

ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, ურუგვაელის გადაბირებაზე “რივერ პლეიტი” ოცნებობს – არგენტინულმა კლუბმა ვეტერან თავდამსხმელს შეთავაზება უკვე გაუკეთა და პასუხს ელის, მაგრამ სუარესი ფიქრისთვის დროს ითხოვს. 

იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, “ელ მონუმენტალის” ბინადრები ლუისს, ხულიან ალვარესის (რომელიც “მანჩესტერ სიტიში” გადადის) შეცვლას სთავაზობენ.

ადრე გავრცელებული ცნობების თანახმად, “ბარსელონა” გუნდში “ელ პისტოლეროს” დაბრუნების საკითხს განიხილავდა, თუმცა, იგი რობერტ ლევანდოვსკის ალტერნატივად მოიაზრება, რის გამოც კატალონიურმა გრანდმა სუარესს აგვისტომდე მოცდა სთხოვა. მაგრამ, ურუგვაელს სხვა გეგმები აქვს და საკუთარი მომავლის გადაწყვეტის ასე დაყოვნების პერსპექტივა არ ხიბლავს.

ლუის სუარესი “ბარსაში” 2014-20 წლებში ასპარეზობდა. ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით მის ანგარიშზე 281 მატჩი, 194 გოლი და 113 ასისტია.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • nika 54
    schedule 28 ივნ 2022, 17:58
    #6

    ისე მესი რო აქ იყოს ნამდვილად მოიცდიდა სუარესი.

  • EL MAESTRO 6
    schedule 28 ივნ 2022, 00:15
    #5

    კი ღიპიაქ სერიოზული მაგრამ მინიმუმ 1 სეზ9ნი კიდევ შეუძლია ტოპ 5 ლიგაში,მერე კი ალბათ ვეღარ გაქაჩავს, ეჰჰ ამნაირი ფორვარდი გვყავდეს ახლააა😒😒

  • El pistolero 9
    schedule 27 ივნ 2022, 22:44
    #4

    ადრეა ჯერ ცოტა ხანს იყოს კიდევ ევროპაში სუა🥰🥰

  • nikusha
    schedule 27 ივნ 2022, 22:14
    #3

    ციტატა: გიორგი ჩანგელია
    არ გადასულა ოფიციალურად.


    რომანო თითქმის არასდროს ცდება!

  • გიორგი ჩანგელია
    schedule 27 ივნ 2022, 21:50
    #2

    არ გადასულა ოფიციალურად.

  • nikusha
    schedule 27 ივნ 2022, 21:39
    #1

    ალტ ინფომ გამოაცხადა, რომ ოფიციალურად გადავიდა, ფაბრიციომაც თქვა