როგორც ცნობილია, მიმდინარე ზაფხულში “ბარსელონას” ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე ბერნარდუ სილვაა.
Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, პორტუგალიელმა “ბარსას” საკუთარი თავი იანვარშიც შესთავაზა, მაგრამ კლუბმა მაშინ ფერან ტორესი შეიძინა. ამ ტრანსფერისთვის ინგლისში ვიზიტის დროს, სილვა კატალონიელთა ერთ-ერთ წარმომადგენელს შეხვდა და შეატყობინა, რომ “ბლაუგრანაში” გადმოვლას ისურვებდა.
ვინაიდან ეს კონტაქტი მოკლე იყო, “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობამ იფიქრა, რომ საქმე ხუმრობასთან ჰქონდათ, თუმცა, რამდენიმე დღის შემდეგ, კლუბის ერთ-ერთმა წევრმა ბერნარდუსგან მესიჯი მიიღო, რომელშიც ფეხბურთელი კატალონიურ გრანდში გადმობარგების სურვილს კიდევ ერთხელ გამოთქვამდა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ 27 წლის შემტევი ნახევარმცველის აგენტ ჟორჟე მენდეშსა და ჟოან ლაპორტას, მატეუ ალემანისა და რაფა იუსტეს შორის არაერთი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც აგენტმა კლუბს თავისი კლიენტის ინტერესები კიდევ უფრო კარგად გააცნო.
პორტუგალიელს “ბარსელონაში” თამაში ძალიან სურს და ამაზე ბავშვობიდან ოცნებობს – ამჟამად, ის ამ ოცნების ახდენას ელოდება. თუმცა, სილვას ტრანსფერი ფრენკი დე იონგსა (ნიდერლანდელის თაობაზე “ბლაუგრანა” და “მანჩესტერ იუნაიტედი” შეთანხმებას უახლოვდებიან) და ეკონომიკური ბერკეტების გააქტიურებაზეა დამოკიდებული.
ბერნარდუ 10 წლის ასაკიდან “ბარსას” გულშემატკივარია. მან კატალონიური კლუბის ქომაგობა 2004 წელს, “ბარსელონაში” დეკუს გადმოსვლის შემდეგ დაიწყო. სილვამ თავის მშობლებს ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურის შეძენა სთხოვა და ჩავის, ბუსკეტსის, ინიესტასა და მესის ყურებაში გაიზარდა.




შენ რომელი უფრო გადარდებს, ის, რომ ბარსას ფინანსურად უჭირს თუ ის, რომ ბარსა გაძლიერდება? შენი პასუხი მაინტერესებს, თორემ მე კი ვიცი შენ რომელი უფრო გადარდებს.
დაუბრუნონ ტორესი სიტის და დაუმატონ ფული, მაგრამ მაგის ჩიტები არიან სიტიში. მაგას არ მოგვცემენ და მითუმეტეს იმ მაზილას ვინ დაიბრუნებს.
ისე რაღაცნაირად მეორდება ყველაფერი. პედრი ჩავის პონტშია, გავი ინიეატას. დეკუსი არ იყოს ახლაც პორტუგალიელი ნახ. მცველი მოყავთ. დეიინგს უშვებენ იაია ტურესავით და ნიკოს აძლევენ შანსს ბუსკეცივით. კარმაა იმენა
თუ ესეთი კულეა სულით და გულით მაშინ მოიყვანონ
ფინანსურად დგება გუნდი ფეხზე და მოჰყავთ, ლაპორტას მოყვანა, რომ არ შეეძლოს არ მოიყვანდა. შენ ოღონდ ცუდი დაწერო ბარსაზე და არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება. ან ამდენი წარუმატებელი სეზონით სასოწარკვეთილი კულე ხარ ან კიდე მართლა მადრიდისტა. თუ ექნებათ საშუალება აუცილებლად უნდა მოიყვანონ, კრეატიული ცაცია ნახევარმცველი ძალიან გვჭირდება და იმედია მოსვლის შემთხვევაში ერთ-ერთი ლიდერი იქნება გუნდის.
მაზულა ტორეში მიათხლიშეს 60 მლ და შედეგი 0. ბერნარდუს ყველაფერი აქვს რაც ბარსაშია საჭირო , ტორესივით ზამენის კაცი არაა. ერთადერთი უარყოფითი ისარის რომ ჩვენი რომელიმე ახალგაზრდას მომავალი შეეწირება ამ აბვას, ალბათ გავი იქნება ეს.
28 წლის ხდება აგვისტოში და 90 მილიონის მითხლიშვა ამაში რავიცი… იმედია გრიზმანის ტრანსფერს არ დაემსგავსება.
ეს კაცი მოსაყვანია უეჭველი და დეიონგმა დროა დაგვემშვიდობოს პლიუს ლევანა და კუნდე დემბეკეს თუ გაასხმევინეს ეს კიდევ ყველაზეუფრო გამისწორდება რაფინია მირჩევნია ბევრად დემბელეზე უფრო მეტს მაინც გააკეთებს ბარსაში ეს სამი ტრანსფერი დაიდოს და მერე გამოვიდეს ლუბოი
ეს თუ მოვიყვანეთ მართლა უძლიერესი ნახევარდაცვა გვეყოლება და მერე ვნახოთ საერთოდ ვინმე თუ დაგვიჭერს ბურთს
აქამდე სად იყვნენ ეს ჩემისები,ეგეთი ფანი თუ ყოფილა ბარსასი