ჟერარ პიკეს პირად ცხოვრებაში მომხდარმა ცვლილებებმა, შესაძლოა, გავლენა მის სპორტულ კარიერაზეც იქონიოს.
რამდენი„მე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ “ბარსელონას” ფეხბურთელი ცნობილ მომღერალს, შაკირას დაშორდა. ასევე ვრცელდება ცნობები, რომ კოლუმბიელი ვარსკვლავი ახალი ცხოვრების დაწყებას მაიამიში გეგმავს. შაკირა ამერიკის შეერთებულ შტატებში შვილებთან ერთად გადასვლას აპირებს.
სპორტული ჟურნალისტის, ალბერტ ლესანის ცნობით, იმ შემთხვევისთვის, თუ შაკირა და შვილები საცხოვრებლად მაიამიში გადავლენ, იმავეს გაკეთებას გეგმავს პიკეც.
– ციტირებს ალბერტ ლესანის სიტყვებს Marca.
ცნობილია, რომ პიკეს კარიერის “ბარსელონაში” გაგრძელება სურს, მაგრამ თუ შაკირა შვილებს მაიამიში წაიყვანს, მაშინ 35 წლის მცველს საკუთარ მომავალთან დაკავშირებით დაფიქრება მოუწევს.
პიკე და შაკირა ერთად 12 წლის განმავლობაში იყვნენ. მათ ორი შვილი ჰყავთ.
ლაპორტა:„პერესი აბსოლუტურად გულწრფელია“
ჟოან ლაპორტამ ფლორენტინო პერესს კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი და განაცხადა, რომ „რეალის“ პრეზიდენტი სუპერლიგის პროექტის ერთგული რჩება…
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ „რეალის“ პრეზიდენტი პოზიციას არ იცვლის. ის ძალიან გულწრფელია და იცის, რასაც აკეთებს.“
„სუპერლიგის პროექტი ბევრს დაეხმარება იმის გააზრებაში, რომ ფეხბურთის გაუმჯობესება და უფრო მაღალ დონეზე აყვანა შესაძლებელია.“
„„უეფასთან“ არანაირი პრობლემა არ გვაქვს და გვჯერა, რომ მოლაპარაკებების ტონის შერბილება სრულიად შესაძლებელია.“
ლაპორტამ ვერ გაუშვა და ეხლა მთელი იმედები შაკირაზეა?
დიდი ხანია ამის წასვლის დრო მოვიდა, დროა დაგვტოვოს…
ოჯახი ყველაფერზე მაღლა დგას <3 ასეც უნდა მოიქცეს
*კოლუმბიელი