workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ალვესი ბარსელონას ტოვებს

დანი ალვესი ბარსელონას ტოვებს

დანი ალვესი “ბარსელონას” დატოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას რამდენიმე გავლენიანი ჟურნალისტი, მათ შორის, ფაბრიციო რომანო ადასტურებს.

გავრცელებული ცნობით, კატალონიური კლუბის წარმომადგენლებმა ბრაზილიელს დღეს აცნობეს, რომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებენ. “ბარსა” აქცენტს გუნდის განახლებაზე აკეთებს – კლუბი სერჟინიო დესტსა და სერჟი რობერტოს უფრო ენდობა, პარალელურად, სესარ ასპილიკუეტას ტრანსფერზეც მუშაობს.

39 წლის ალვესს “ბლაუგრანაში” დარჩენა სურდა. მისი სურვილი ზამთარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე “ბარსელონას” ფეხბურთლის რანგში თამაში იყო და მზად გახლდათ, გუნდი იანვარში დაეტოვებინა, თუმცა, როგორც ჩანს, კლუბი თანამშრომლობის გაწყვეტას ახლა აპირებს.

ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მოთამაშე “ბარსაში” 2008-2016 წლებში ასპარეზობდა, 6-წლიანი მოგზაურობის შემდეგ კი, გასულ ზამთარში კვლავ “ლურჯ-ბროწეულისფრებს” შეუერთდა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (17)

  • nikusha
    schedule 19 ივნ 2022, 18:09

    ერა სრულდება

  • nika 54
    schedule 17 ივნ 2022, 14:14

    დრო კი მოვიდა მაგრამ მაინც ძნელია ასეთ ხალხთან დამშვიდობება.

  • პავლოვიჩი56
    schedule 16 ივნ 2022, 18:55

    მართალი-ერთგული-ღირსეული ადამიანებისთვის,ამ ბარსაში ადგილი არ არის.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 16 ივნ 2022, 11:24

    "სიყვარულმა დაგაბრმავა"- არის ასეთი გამოთქმა, ალვეშზეც ასეა, იმდენად უყვართ კულეებს, რომ რეალობას ვერ ხედავს ზოგიერთი. დანი უკვე ვეღარ ქაჩავდა, რამდენიმე მატჩში ტიპმა 15 პასიდან 12 არაზუსტი გააკეთა, სისწრაფე აღარ აქვს, მითუმეტეს ფლანგზე სუსტი იყო, სწორი გადაწყვეტილება იყო გაშვება, თუმცა ჩემი აზრით გაცილებას იმსახურებდა, ეს იყო შეცდომა რომელიც დაუშვა კლუუბმა.

  • Aroni
    schedule 16 ივნ 2022, 04:28

    20 წელზე მეტია ბარსას ვუყურებ და ესეთი ერთგულება იშვიათია(თუ ერთადერთი არა).

  • Davita
    schedule 16 ივნ 2022, 01:09

    ციტატა: CuleTillIDie
    დანი


    დესტს 50 წლის დანიც აჯობებს

  • M10 S9 D11
    schedule 15 ივნ 2022, 23:05

    სწორი გადაწყვეტილებაა უნდა გაეშვათ

  • CuleTillIDie
    schedule 15 ივნ 2022, 22:17

    ციტატა: totti10

    ციტატა: CuleTillIDie
    დატოვეთ იანვრამდე ბიჭო ასპილიკუეტას არ გავკარი?

    ასპიკუელტა სადაა ბარსელონაში თამაშობს??? რა იქნება იმაზე ნუ წერ, რა არის იმაზე დაწერე, რაღადროს დნაი ალვეშია 40 წლის კაც რა უნდა ბარსლეონაში რაა თან ფლანგზე, მორჩა ამის მატარებელმა 2017 წელს ჩაიარა, ახალგაზრდებია საჭირო და ცოტა გამოცდილი და არა 40 წლის ბაბუები

    ასპილიკუეტა მაგარი ახალგაზრდაა მერე, უპერსპექტიულესი. ნორმალურს ვერავის ვერ მოიყვანენ აბა ესენი და რაღა ასპილიკუეტას მოყვანაა, ამ ასაკშიც ასპილიკუეტას დონეზე თამაშობს დანი უფრო მაღალზე თუ არა, თანაც ხელფასიც მიზერულიაქ. იანვრამდე რო დატოვონ ალვეში და ასპილიკუეტა რო არ მოიყვანონ პირიქით კარგი იქნება გუნდისთვის.

  • Tyler Durden
    schedule 15 ივნ 2022, 22:04

    ინსტაგრამზე დადო უკვე ვიდეო, ოფიციალური ინფორმაციაა 😏 სულით ჩვენიანია, წარმატებები ყველგან ლეგენდავ ❤️

  • რივალდო-მესი
    schedule 15 ივნ 2022, 21:54

    ძალიან დიდი კაცი. ძალიან დიდი ლეგენდა❤️❤️❤️ კაცი ვისთანაც ძალიან დიდი მიქარული აქვს ბარსელონას😍 ბედნიერად ცანცარავ❤️

  • CuleTillIDie
    schedule 15 ივნ 2022, 21:43

    დატოვეთ იანვრამდე ბიჭო ასპილიკუეტას არ გავკარი?

  • SHOTADEPAY9
    schedule 15 ივნ 2022, 21:42

    1 წლიანი კონტრაქტი ალვეშისთვის ცუდი არ იქნებოდა

  • ანდალუზია
    schedule 15 ივნ 2022, 21:40

    როცა ამდენი წელია მთელ წყება ფეხბურთელებს დავათრევთ,ერთი დანი ალვეში რა გახდა იანვრამდე დაგვეტოვებინა,მით უმეტეს გუნდს არც არაფერს აკლებს,თუ არ უმატებს..

  • me da barca
    schedule 15 ივნ 2022, 21:25

    რასაც ამის თაობამ მიაღწია ბარსაში, როდისმე განმეორდება?

  • La Pulga10
    schedule 15 ივნ 2022, 21:13

    ეეე მინდოდა აქ დაემთავრებინა

  • cezo45
    schedule 15 ივნ 2022, 21:06

    არადა დანი ალვესი ერთი ორი სეზონი კიდევ სკამს გაახეხინებდა დესტის 😄

  • Memphis Depay
    schedule 15 ივნ 2022, 20:50

    ლოგიკურია, ნელ-ნელა ბუსკეცი, ალბა, პიკეც უნდა მიყვნენ, ძველი გვარდია მორჩა უკვე, გააკეთეს თავისი.