“ბარსელონას” მომავალი ფეხბურთელი, ანდრეას კრისტენსენი საკუთარ მომავალზე საუბრობს.
ვიცი, რასაც გავაკეთებ. ვიმედოვნებ, ყველაფერი უახლოეს მომავალში მოგვარდება – დარწმუნებული ვარ, რომ საქმეები გეგმის მიხედვით წავა. ჩემზე არაა დამოკიდებული, ეს საკითხი ოფიციალურად როდის დადასტურდება.
შეგიძლიათ თუ არა “ბარსაში” გადასვლა მომილოცოთ? უნდა გითხრათ, რომ ცოტა მოითმინოთ (იცინის).
“ბარსელონა” ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. მიუხედავად იმისა, რომ კატალონიელებს ბოლო წლებში პრობლემები ჰქონდათ, ეს გუნდი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის კვლავ ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.
– ციტირებს დანიელის სიტყვებს bold.dk.
უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ კრისტენსენი მალე “ბარსას” მოთამაშე გახდება. მასთან ყველაფერი შეთანხმებულია, ისევე, როგორც ფრანკ კესიესთან.




მართალი ხარ, კარგი კაცი ჩანხარ
ეს კაი მარა მარკოს ალონსო გაჩარხეთ როგორმე წყალივით გვჭირდება 🤭
ძაან მაგარი დაცვი გვეყოლება ამის მოსვლის შემდეგ არაუხო და კრისტენსენი დაგლიჯავენ
უკვე ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ კრისტენსენი მალე "ბარსას" მოთამაშე გახდება. მასთან ყველაფერი შეთანხმებულია, ისევე, როგორც ფრანკ კესისთან.
ვიცით, მაგრამ არ დაადგა საშველი ამ ტებასის ხელში ყველაფრის წესიერად გაკეთებას. ისევ აგვისტომდე გაიწელება და ჩემპიონატს შეუთამაშებელი გუნდით დავიწყებთ ალბათ.
ალბათ მაინც პიკე არაუხო იქნება ძირითადი, მარა პიკე ბევრს ტრავმიანობს და ამასაც ბლომად მიეცემა დრო. ლენგლე უმტიტი უნდა გაიყიდოს და მეოთხე მცველად გარსია გვეყოლება
კიდე ჩალიჩობენ ტოპ მცველზე და მაგალითად კულიბალი თუ მპიყვანეს ეგ დადგება არაუხოსთან
Iniesta_8,
ალბათ მაინც პიკე არაუხო იქნება ძირითადი, მარა პიკე ბევრს ტრავმიანობს და ამასაც ბლომად მიეცემა დრო. ლენგლე უმტიტი უნდა გაიყიდოს და მეოთხე მცველად გარსია გვეყოლება
ბოლო პერიოდში ჩავარდნები ჰქონდა და არ ვიცი ღირს თუ არა ძირითადში დაყენება. პიკეს კი უნდა აჯობოს ბევრად ახალგაზრდაა.
საინტერესოა ძირითადის მცველად განიხილება თუ არა
ძაან კარგი ადამიანია. იმედია ჩავის ხელში მაგარი მცველი დადგება
გაიხარე ჯიგარო გაიხარე