“ბარსელონას” 17 წლის ნახევარმცველი გავი არ აპირებს, გამოიყენოს კონტრაქტში არსებული პუნქტი და კატალონიური გუნდი 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვოს. Sport-ის ინფორმაციით ახალგაზრდა ფეხბურთელმა დაინტერესებულ კლუბებს ამის შესახებ უკვე აცნობა.
გავის დამატებით არაერთი გრანდია დაინტერესებული, რაც გასაკვირი სულაც არაა. 17 წლის ესპანელის საკუთარ გუნდში ხილვა “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედის”, “ბაიერნის”, “ლივერპულისა” და “პარი სენ-ჟერმენის” მესვეურებს სურთ. ამჟამად ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 50 მილიონი ევროა, თუმცა ესპანური პრესის ცნობით მიმდინარე თვეში 100 მილიონამდე გაიზრდება.
ხსენებული კლუბები მზად არიან, 50 მილიონი გადაიხადონ და გავი “ბარსელონას” ნების მიუხედავად შეიძინონ. თუმცა ამისთვის თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ “ბარსელონასა” და გავის ფინანსური პირობები ერთმანეთისგან განსხვავდება, ფეხბურთელი კატალონიური გუნდის დატოვებას მაინც არ აპირებს. მან დაინტერესებულ კლუბებს შეატყობინა, რომ გამოსასყიდი თანხის გააქტიურებასა და “ბლაუგრანას” დაატოვებს არ აპირებს.
ლამასიელი მაინც სხვა დონეა სულით კულეა
გავი ბარსას გულია, 1000% კულეეეეეეეეეეეეეეეეე!
ბარსას ვარსკვლავი!
ნეიმარიც რო ესე მოქცეულიყო დღეს რაიქნებიდა კაცა არიცის ….
აბა რა
ჯიგარი ხარ.ნეტა შენაირი ერთგული სხვაც იყოს ბარსაზა
ნამდვილი კულეა.