Mundo Deportivo “ბარსელონას” სატრანსფერო გეგმებზე მორიგ ცნობებს გვთავაზობს.
რობერტ ლევანდოვსკი – კლუბი ეკონომიკური პრობლემების დაძლევის საკითხს ოპტიმისტურად უყურებს და დარწმუნებულია, რომ პოლონელის ტრანსფერსაც გაჩარხავს. “ბარსას” ამ დრომდე “ბაიერნთან” მოლაპარაკებები არ დაუწყია.
უსმან დემბელე – 25 წლის ფეხბურთელთან მოლაპარაკებებში წინსვლა არ შეინიშნება და “ბლაუგრანა” ეგუება იმას, რომ ფრანგი კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს. კლუბი მას ახალ შეთავაზებას არ გაუკეთებს, შესაბამისად, თუ უსმანს დარჩენა უნდა, არსებულ წინადადებას უნდა დათანხმდეს. თუმცა ამის შანსი ძალიან მცირეა და დიდი ალბათობით, დემბელე “ბარსას” დატოვებს.
მარტინ ბრეითუეიტი – მიუხედავად იმისა, რომ დანიელს “ბარსელონაში” დარჩენა სურს, კატალონიელები მის გაშვებაზე მუშაობენ. ამჟამად კლუბს შემოთავაზება არ აქვს, თუმცა ფეხბურთელის დაბალმა ხელფასმა, შესაძლოა, კლუბებს მარტინის შეძენისკენ უბიძგონ.
ფრენკი დე იონგი – ნიდერლანდელს “მანჩესტერ იუნაიტედს” აქტიურად უკავშირებენ, თუმცა “ბარსას” ინგლისური კლუბისგან ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღია. “ბარსელონასა” და დე იონგის სურვილი თანამშრომლობის გაგრძელებაა და გაყიდვის შემთხვევაში მიზეზი ეკონომიკური იქნება.
სესარ ასპილიკუეტა, მარკოს ალონსო – ესპანელ უკანახაზელებს “ბარსაში” გადმოსვლა სურთ, თუმცა კატალონიელები “ჩელსისთან” მოლაპარაკებებს სახელფასო პრობლემების გადაჭრის შემდეგ დაიწყებენ. “ბლაუგრანას” ფეხბურთელებისთვის ფუჭი გარანტიების მიცემა არ სურს.
რაფინია – “ბარსელონა” “ლიდსისთვის” ოფიციალური შეთავაზების გაკეთებას დემბელეს მომავლის გარკვევამდე არ აპირებს. რაფინია გარემარბის პოზიციაზე “ბარსას” მთავარი სამიზნეა, თუმცა მოთხოვნილი სატრანსფერო თანხა – 55 მილიონი ევრო – კატალონიელთათვის რთული გადასახდელია.
სერჟინიო დესტი, დანი ალვესი – “ბარსელონა” დესტს მნიშვნელოვან ფეხბურთელად მიიჩნევს, თუმცა ასპილიკუეტას მოსვლის შემთხვევაში, ამერიკელის გაშვებას არ გამორიცხავს. თითქმის იდენტური სიტუაციაა ალვესთან დაკავშირებით – ბრაზილიელს დარჩენა სურს, თუმცა გარანტირებული არაფერი აქვს და ის კლუბის სვლას ელოდება.
მემფის დეპაი – ნიდერლანდელის მომავალი გადაწყვეტილი არაა. კლუბი მას აფასებს, თავად მემფისსაც დარჩენა სურს, თუმცა ხელსაყრელი შეთავაზების მიღების შემთხვევაში, მისი წასვლა გამორიცხული არაა.
ტრანსფერების პარალელურად, “ბარსელონა” გავისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. 17 წლის ფეხბურთელმა შეთავაზება უკვე მიიღო. მოლაპარაკებები მუდმივ რეჟიმში გრძელდება და სავარაუდოდ შეთანხმებაც მალე მიიღწევა.
ბუსკეცი ჩაუყენეთ სათავეში მოედანზე ძილს სახლში გამოიძინებს მაინც.
დი მარიას გარემოცვა „ბარსელონას“ ადასტურებს!
როგორც სჩანს, „რეალის“ ყოფილი ვარსკვლავი და „ლა დესიმას“ ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი „ბარსელონაში“ მართლაც გადადის…
არაერთი ავტორიტეტული ესპანური გამოცემის ცნობით, ანხელის გარემოცვა კატალონიელებთან 1 წლიანი კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობას ადასტურებს.
უკვე ცნობილია, რომ „პსჟ“-დან წასვლის შემდეგ არგენტინელმა „იუვესთან“ მოლაპარაკებები გაწყვიტა. „ბებერი ქალბატონი“ დი მარიას 2 წლიან კონტრაქტს სთავაზობდა, თუმცა უცნობი მიზეზების გამო შეთანხმება ვერ შედგა.
მართლაც ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ექს მადრიდისტა, რომელმაც „ბლანკოსის“ რიგებში 124 მატჩი ჩაატარა და ტიტულებიც მოიგო, „ბარსელონას“ მაისურს მოირგებს.
ფრენკის გარდა არცერთი არაა მოსაყვანი ნუ ფრენკი არ უნდა გაიყიდოს თორე სანანებელი იქნება მერე, დემბელეს დებილი დედაც და რაფინიაში რა თანხასაც ითხოვენ სისულელეა მაქსიმუმ 30-35 და კიდე ჰო.
ამ ჩვენი საიტისა არ იყოს Mundo Deportivo-საც შემოელია ნიუსები და რა ქნას? ხო არ გააჩერებენ სტამბას. აგვისტოს დასაწყისამდე არა მგონია რამე კარდინალური ცვლილებები მოხდეს ბარსელონას საბიუჯეტო სისტემაში. უნდა ველოდოთ ვინმეების შემთხვევით გაყიდვას, რამე ახალი სასპონსორო საბანკო სისტემებში სიახლეებს და მანამდე მკვდარი სეზონი იქნება, აი თუ აგვისტოშიც არ დაიძრა ახალი ტრანსფერების საქმე მაშინ მართლა დაგვერხევა და ახალ სეზონსაც ლიგაზე მოხვედრისთვის ვიბრძოლებთ, გაძლიერებული რეალი ისევ ლიდერი იქნება ლა ლიგაშიც და ჩემპიონთა ლიგაზეც.
მაგარი სატრანსფერო გეგმებია ძალიან რაღა გვიჭირს. ლა ლიგა ჯიბეში გვიდევს რაფინია ტორესი რო შეუტევს ფლანგებიდან ვინ უნდა გააჩეროს ეგენი
ეს mundo deportivo ძირითადად ცრუ ინფორმაციას წერს და რაში გჭირდებათ ამათი სტატიის გამოქვეყნება😕